დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:

პენიცილინ პროკაინს G – 200 მგ

დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატს – 250 მგ

სამიზნე ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხენი, კვიცი, ცხვრი, თხა და ღორი.

ჩვენება:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები
  • საშარდე გზების ინფექციები
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები
  • მეტრიტი
  • მასტიტი
  • ოსტეომელიტი
  • პერიტონიტი
  • სეპტიცემია
  • ცისტიტი
  • სახსრების ანთება
  • მეორადი ბაქტერიული ინფექციები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პენიცილინ პროკაინ G ბაქტერიოციდულად მოქმედებს გრამდადებით ბაქტერიებზე: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, კორინებაქტერია, კლოსტრიდიები, ჯილეხის აღმძვრელი, ლეპტოსპირა კანიკოლა, კამპილობაქტერია, აქტინომიცეტი.

დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი  ბაქტერიოციდულად მოქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: ეშერიხია, პროტეუსი, ბრუცელა, სალმონელა, შიგელა, კლებსიელა, პასტერელა, მიკოპლაზმა.

მიღების წესი და დოზირება:

შეიყვანება კუნთში.

  • ყველა სახეობის ცხოველი – 1 მლ 25 კგ ცოცხალ წონაზე, ყოველდღიურად 3–4 დღის განმავლობაში.
  • დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობისას შესაძლებელია აღნიშნული დოზის გაორმაგება. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

  • დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების, ვესტიბულური და/ან სმენის ორგანოების დისფუნქცია.
  • მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები:

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სმენის ან ვესტიბულური ორგანოების დისფუნქცია.
  • მაკეობა
  • უკუნაჩვენებია იმ ცხოველებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ამინოგლიკოზიდების და პროკაინის მიმართ.
  • უკუნაჩვენებია მცირე ზომის ბალახის მჭამელ ცხოველებში, როგორიცაა: ბოცვერი, შინშილა და სხვა.

შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან: პენსტრეპ 20/25 შეუთავსებელია სწრაფად მოქმედ ბაქტერიოსტატიკურ ანტიმიკრობულ პრეპარატებთან:

  • ტეტრაციკლინები
  • ქლორამფენიკოლი
  • ერითრომიცინი
  • ლინკომიცინი
  • საანესთეზიო და ნეიროკუნთოვან ბლოკატორი პრეპარატები.

ლოდინის პერიოდი: ხორცი 10 დღე, რძე 3 დღე.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 2–150C­ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 1 წელი.

შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი (48 ფლაკონი ყუთში).