დეტალური აღწერა

შემადგენლობა:  100მლ პრეპარატი შეიცავს მომქმედ ნივთიერებებს (გრ.):

ოქსიტეტრაციკლინი ჰიდროქლორიდი 2,5;

გენციან ვიოლეტი 0,5.

დამხმარე ნივთიერებები-პოლისორბატი-80, გლიცერინი, იზოპროპილის სპირტი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე: Streptococcus spp., Staphylococcus spp., Bordetella, Clostridium spp., Haemophilus spp., E. coli, Pasteurella spp., Proteus spp., Klebsiella spp., Pseudomonas spp., Fusobacterium spp., Salmonella spp., Campylobacter, აგრეთვე  უმარტივესებზე (Protozoa), მიკოპლაზმებზე (Mycoplasma spp.), რიკეტსიებზე (Rickettsia spp.) და ქლამიდიებზე (Chlamydia).

გამოყენება:  გამოიყენება მსხვ.რქ.პირუტყვის, ცხენის, ღორის, ცხვრის, თხის, შინაური ფრინველის, ძაღლის, კატის კანის საფარველის და კიდურების დაავადებებისას.

მსხვ.რქ.პირუტყვი– გამოიყენება ტრავმული და ქირურგიული ჭრილობების, რქების და ჩლიქების ინფექციური დაზიანებისას, ჩლიქთაშორისი  დერმატიტებისას, ნეკრობაქტერიოზის, დამწვრობის, წყლულების, სხვადასხვა ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ღია აბსცესების დროს.

ცხენი- გამოიყენება ტრავმული და ქირურგიული ჭრილობების (მ.შ. კასტრაციის შემდგომ), ჩლიქების ინფექციური დაზიანებისას, ნეკრობაქტერიოზის, დამწვრობის, წყლულების, სხვადასხვა ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ღია აბსცესების დროს.

ღორი- გამოიყენება ტრავმული და ქირურგიული ჭრილობების (მ.შ. კასტრაციის შემდგომ), ჩლიქების ინფექციური დაზიანებისას, ექსუდაციური ეპიდერმიტის, კანიბალიზმის ტრავმები,  ნეკრობაქტერიოზის, დამწვრობის, წყლულების, ეგზემის, ნაკბენების,სხვადასხვა ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ღია აბსცესების დროს.

ცხვარი, თხა- გამოიყენება ტრავმული და ქირურგიული ჭრილობების (მ.შ. გაკრეჭვის შემდგომ ჭრილობებზე), რქების და  ჩლიქების ინფექციური დაზიანებისას, ფლეგმონის,   ნეკრობაქტერიოზის, დამწვრობის, წყლულების, სხვადასხვა ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ღია აბსცესების დროს.

შინაური ფრინველი (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი)-

მკურნალობა წყლულების, ნეკრობაქტერიოზის, დამწვრობის, სხვადასხვა ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ზედაპირული ჭრილობების.

ძაღლი, კატა-  გამოიყენება ტრავმული და ქირურგიული ჭრილობების (მ.შ. კასტრაციის შემდგომ, ყურების და კუდის მოჭრის შემდეგ), თითებშორის დერმატიტის,   ნეკრობაქტერიოზის, პანარიციის, ეგზემის, ნაკბენების,სხვადასხვა ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ღია აბსცესების დროს.

დოზირება:  გარეგანი, ადგილობრივი გამოყენებისთვის. გამოყენების წინ დაზიანებული ადგილი უნდა გასუფთავდეს ექსუდატისგან და ნეკროზული ნაწილებისგან, დაზიანებულ ადგილი მუშავდება გამასხურებელზე 5 დაწოლით, ფლაკონი უნდა გვეჭიროს დაზიანებული ადგილიდან 10-15 სმ-ის დაშორებით. პრეპარატი უნდა დავიტანოთ ყოველ 12 საათში ერთხელ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

შენახვის პირობები:  მშრალ, ბნელ ადგილას, 5 °- 25 °С ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: პოლიმერული ფლაკონები გამასხურებლით- 100 და 200მლ., ან აეროზოლის ბალონი 200მლ.