ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კატის ქლამიდიის ანტიგენის სწრაფი ტესტი (F.CT Ag)

ჩვენება:
კატის ქლამიდიის ანტიგენის სწრაფი ტესტი წარმოადგენს გვერდითი ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს კატის ქლამიდიის ანტიგენის (F.CT Ag) თვისებრივი გამოვლენისთვის კატის თვალის სეკრეტში.
ანალიზის ჩატარების დრო: 5-10 წუთი.
ნიმუში: კატის თვალიდან გამონადენი.

პრინციპი:
სატესტო მოწყობილობას გააჩნია სატესტო ფანჯარა ანალიზის მიმდინარებაზე დასაკვირვებლად და შედეგების წასაკითხად. სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტი) ზონა და C (საკონტროლო) ზონა ანალიზის დაწყებამდე. მოწყობილობაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში დამუშავებული ნიმუშის დამატებისას, სითხე ლატერალურად მიედინება სატესტო ჩხირის ზედაპირზე და რეაგირებს წინასწარ შემოგარსულ მონოკლონურ ანტისხეულებთან. თუ ნიმუშში წარმოდგენილი იქნება ქლამიდიის ანტიგენი, გამოჩნდება ხილული T ხაზი. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის დამატების შემდეგ, რაც მიუთითებს სწორ შედეგზე. ამ გზით, მოწყობილობას შეუძლია ზუსტად გამოავლინოს ქლამიდიის ანტიგენის არსებობა ნიმუშში.

რეაგენტები და მასალები:
სატესტო მოწყობილობა
საექსტრაქციო რეაგენტი 1
საექსტრაქციო რეაგენტი 2
საექსტრაქციო სინჯარები
პიპეტის თავაკები
ბამბის ტამპონები
სამუშაო ადგილი
გამოყენების სახელმძღვანელო

შენახვა და სტაბილობა:
ტესტ-სისტემის შესაძლებელია შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე (4-30°C).  ტესტ-სისტემა სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე (24 თვე). არ გაყინოთ. დაუშვებელია ტესტ-სისტემის შენახვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.

გამოყენების წესი:
ბამბის ტამპონით აიღეთ კატის თვალის სეკრეტი და საკმარისად დაასველეთ ტამპონი.
დაიკავეთ რეაგენტი 1-ის ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში და დაამატეთ რეაგენტი 1-ის 5 წვეთი (დაახლოებით 300 მკლ) საექსტრაქციო სინჯარაში. რეაგენტი 1 არის უფერო. დაუყოვნებლივ მოათავსეთ ტამპონი, დააჭირეთ სინჯარის ძირს და დაატრიალეთ ტამპონი 15-ჯერ. გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში.
დაიკავეთ რეაგენტი 2-ის ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში, დაამატეთ რეაგენტი 2-ის 6 წვეთი (დაახლოებით 250 მკლ) საექსტრაქციო სინჯარაში. ხსნარი უნდა გახდეს მღვრიე. დააჭირეთ ბოთლის ძირს  და დაატრიალეთ ტამპონი 15-ჯერ, სანამ ხსნარი არ გახდება გამჭვირვალე, ოდნავ მწვანე ან ლურჯი ელფერით. თუ ტამპონი სისხლიანია, ფერი გახდება ყვითელი ან ყავისფერი. გააჩერეთ 1 წუთის განმავლობაში.
მიაჭირეთ ტამპონი სინჯარის კედელს და ამოიღეთ ტამპონი სინჯარის მოჭერის პარალელურად. სინჯარაში გადმოიტანეთ შეძლებისდაგვარად მეტი სითხე. მოათავსეთ პიპეტი წვერი საექსტრაქციო სინჯარის ზედა ნაწილში.
ამოიღეთ სატესტო მოწყობილობა ფოლგის შეფუთვიდან და მოათავსეთ ჰორიზონტალურად.
დაამატეთ ექსტრაგირებული ხსნარის 3 სრული წვეთი (დაახლოებით 100 მკლ) სატესტო მოწყობილობის ნიმუშის ფოსოში „S“ და შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. მოერიდეთ ჰაერის ბუშტუკების მოხვედრას ნიმუშის ფოსოში.
მოახდინეთ შედეგის შეფასება 5-10 წუთში. შედეგი 10 წუთის შემდეგ არასწორია.
შედეგების შეფასება:
დადებითი (+): როგორც „C“ ხაზის, ასევე ზონის „T“ ხაზის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა, T ხაზი მკაფიოა თუ ბუნდოვანი.
უარყოფითი (-): გამოჩნდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი. T ხაზი არ არის წარმოდგენილი.
არასწორია: C ზონაში ფერადი ხაზი არ ჩანს. არ აქვს მნიშვნელობა, T ხაზი გამოჩნდება თუ არა.

სიფრთხილის ზომები:
ანალიზის დაწყებამდე ყველა რეაგენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე.
არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი პაკეტიდან უშუალოდ გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ტესტი მისი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მოცემული ტესტ-სისტემის კომპონენტები შემოწმებულია ხარისხის კონტროლის სტანდარტული პარტიის ერთეულის სახით. არ აურიოთ კომპონენტები სხვადასხვა პარტიის ნომრებიდან.
ყველა ნიმუში პოტენციურად ინფექციის გამომწვევია. მათთან მუშაობისას აუცილებელია ადგილობრივად მოქმედი წესებისა და რეგულაციების დაცვა.

შეზღუდვები:
კატის ქლამიდიის ანტიგენის სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ in vitro ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი გათვალისწინებული უნდა იქნას სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. დადებითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი დამადასტურებელი მეთოდის გამოყენება, როგორიცაა RT-PCR.