ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
დანიშნულება
ერლიხიას ანტისხეულის 2.0 სწრაფი ტესტი არის ტესტ-კასეტა ერლიხიას ანტისხეულების გამოსავლენად ძაღლის სისხლის ნიმუშში. Ehrlichia canis ანტისხეული და Ehrlichia ewingii ანტისხეული შეიძლება იქნას გამოვლენილი აღნიშნული სწრაფი ტესტით.
ტესტის დრო: 5-10 წუთი
ნიმუში: შრატი, პლაზმა ან სისხლი
მოქმედების პრინციპი
ერლიხიას ანტისხეულის 2.0 სწრაფო ტესტი ეფუძნება ლატერალური ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიულ სენდვიჩ-ანალიზს.
რეაგენტები და მასალები
- ტესტის მოწყობილობა
- ერთჯერადი პიპეტები
- ანალიზის ბუფერი
- ერთჯერადი კაპილარული პიპეტები
- ტესტის სახელმძღვანელო
შენახვა და სტაბილურობა
კომპლექტის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე (4-30°C). ტესტის კომპლექტი მდგრადია ვადის გასვლის თარიღის ჩათვლით (24 თვე), რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე. ნუ გაყინავთ. ნუ შეინახავთ ტესტის კომპლექტს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ.
ნიმუშის მომზადება და შენახვა
- ნიმუში უნდა მიიღოთ და შეინახოთ როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული.
- შრატი ან პლაზმა: შეაგროვეთ სისხლი ავადმყოფი ძაღლისგან, მოახდინეთ ცენტრიფუგირება შრატის მისაღებად ან მოათავსეთ სისხლი სინჯარაში, რომელიც შეიცავს ანტიკოაგულანტებს, რომ მიიღოთ პლაზმა.
- სისხლი: შეაგროვეთ ახალი სისხლი, რომ გამოიყენოთ მაშინვე ან მოამზადეთ სისხლი ანტიკოაგულანტით 2-8℃ ტემპერატურაზე შესანახად.
- ყველა ნიმუშს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. თუ არ ხდება მაშინვე ტესტირება, ისინი უნდა შეინახოთ 2-8℃-ზე.
ტესტის პროცედურა
- ანალიზის დაწყებამდე ყველა მასალა ნიმუშის და ტესტის მოწყობილობის ჩათვლით უნდა მივიდეს 15-25℃ ტემპერატურამდე.
- ამოიღეთ ტესტის ბარათი ფოლგის ჩანთიდან და მოათავსეთ ჰიროზონტალურად.
- გამოიყენეთ კაპილარული პიპეტი რომ მოათავსოთ მომზადებული ნიმუშის 10 მკლ (μL) ტესტის მოწყობილობის ნიმუშის ხვრელში “S”. შემდეგ დააწვეთეთ დაუყოვნებლივ ანალიზის ბუფერის 3 წვეთი (დაახლოებით 80მკლ) ნიმუშის ხვრელში.
- წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. 10 წუთის შემდეგ შედეგები მიიჩნევა არავალიდურად.
შედეგების განმარტება
- დადებითი (+): ორივე, “C” ხაზის და ზონის “T” ხაზის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა T ხაზი მკაფიოა თუ არამკაფიო.
- უარყოფითი (-): მხოლოდ ნათელი (მკაფიო) C ხაზი მოჩანს. T ხაზი არ ჩანს.
- არავალიდური: ფერადი ხაზი არ მოჩანს C ზონაში. არ აქვს მნიშვნელობა მოჩანს თუ არა T ხაზი.
უსაფრთხოების ზომები
- ყველა რეაგენტი უნდა მოვიდეს ოთახის ტემპერატურამდე ანალიზის დაწყებამდე.
- ნუ ამოიღებთ ტესტის კასეტას ჩანთიდან თუ არ იყენებთ მას მაშინვე.
- ნუ გამოიყენებთ ტესტს მისი ვადის გასვლის შემდეგ.
- აღნიშნული კომპლექტის კომპონენტები შემოწმებულია ხარისხის კონტროლზე როგორც სტანდარტული სერიის ნაწილი. ნუ შეურევთ სხვადასხვა პარტიის ნომრების მქონე კომპონენტებს
- ყველა ნიმუში პოტენციური ინეფქციის წყაროა. მათთან ურთიერთობა და მართვა უნდა მოხდეს ქვეყნის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით.
შეზღუდვა
ერლიხიას ანტისხეულის 2.0 სწრაფი ტესტი არის მხოლოდ ინ ვიტრო ვეტერინალური დიაგნოსტირებისთვის. ყველა შედეგი უნდა იქნას გათვალისწინებული ვეტერინარისთვის ხელმისაწვდომ სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად. როდესაც დადებითი შედეგი მიიღება, რეკომენდირებულია შემდგომი კონფირმაციული მეთოდის გამოყენება, როგორიცაა; RT-PCR ან მიკროსკოპია.


