ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
მომქმედი ნივთიერებები:
ვაქცინის 1 დოზა (2მლ) შეიცავს:
ინაქტივირებული ვირუსი:
შტამი PRRS/EU მინ. 105,1 TCID50, RP ³ 1
შტამი PRRS/US მინ. 105,1 TCID50; RP ³ 1
გამხსნელი:
ემულსიგენი 0,4 მლ
შემავსებელი:
თიომერსალი 0,2 მგ
ჩვენება:
დედაღორის და გოჭების რეპროდუქტიულ-რესპირატორული სინდრომის წინააღმდეგ აქტიური იმუნიზაცია.
იმუნიტეტის ჩამოყალიბება დადგენილი იქნა პროვოკაციის დახმარებით პირველი ვაქცინაციიდან (ე.ი. სამი დოზის შეყვანა) 3 კვირის შემდეგ, იმუნიტეტის ხანგრძლივობამ, დამტკიცებული პროვოკაციული სინჯით, შეადგინა 6 თვე.
სამიზნე ცხოველები:ღორი (გოჭები, დედაღორი)
დოზირება , შეყვანის და გამოყენების მეთოდი: დოზა-2მლ, შეყავთ ღრმად კისრის კუნთში, ყურის ნიჟარის უკან.
გამოყენების წინ ვაქცინა უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურაზე და შეინჯღრეს.
ცხოველის ვაქცინირება შეიძლება დაგრილების წინ 6 თვის ასაკიდან.
ძირითადი ვაქცინაცია:
გოჭების პირველადი ვაქცინაცია 2-ჯერ თითო დოზით, ინტერვალით 2-3 კვირა, ტარდება დაგრილების წინ, მესამე დოზა მაკეობის მე-60-70 დღეს.
დედაღორის პირველადი ვაქცინაცია 2-ჯერ თითო დოზით, ინტერვალით 2-3 კვირა, ტარდება დაგრილების წინ, რეკომენდირებულია დედაღორის მასიური ვაქცინაცია უმოკლეს დროში, მესამე დოზა მაკეობის მე-60-70 დღეს.
რევაქცინაცია:
1 დოზის (2მლ) შეყვანა ყოველი მაკეობის მე-60-70 დღეს, ძირითადი ვაქცინაციის შემდეგ.
დაყოვნების პერიოდი:არ აქვს.
უკუჩვენება:არ არის დადგენილი
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გაჩნდეს დროებითი შეშუპება ან სიწითლე ინექციის ადგილზე, რომელიც ქრება, როგორც წესი, 1 კვირის მანძილზე.
შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–8 °C ტემპერატურაზე. არ გაიყინოს.
გამოყენების ვადა: პირველი გახსნიდან 10 საათი.
დაფასოება: 25 დოზა (50 მლ)

