ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა:
ვაქცინაციის თითოეული დოზა (2 მლ) შეიცავს

აქტიური ნივთერება:
მსხვ. რქ. პირუტყვის რესპირატორული სინციტიალური ვირუსი (BRSV) დეაქტივირებული, შტამი BIO-24RP ≥ 1*
მსხვ. რქ. პირუტყვის პარაგრიპოზული 3 ვირუსი (PI3V) ინაქტივირებული, შტამი BIO-23RP ≥ 1*
მსხვ. რქ. პირუტყვის ვირუსული დიარეა (BVDV) დეაქტივირებული, შტამი BIO-25RP ≥ 1*
Mannheimia (Pasteurella) haemolytica ინაქტივირებული შტამი DSM 5283, სეროტიპი A1 RP ≥ 1*
* RP = ფარდობითი პოტენციალი (ELISA-ტესტი) ზღვის გოჭების ვაქცინაციის შემდეგ მიღებული შრატის გათვალისწინებით იმ ვაქცინის სერიასთან, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოწვევის ტესტი სამიზნე ცხოველებში.
დამცავი
თიომერსალი                                                  0.2 მგ
ფორმალდეჰიდი, 35% ხსნარი                      მაქს. 1 მგ
მოვარდისფრო სითხე ნალექით.

ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აქტიური იმუნიზაციისთვის, შემდეგი ვირუსების საწინააღდეგოდ:

  • პარაგრიპი 3 ვირუსი, ინფექციის შესამცირებლად;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, ინფექციის და კლინიკური ნიშნების შესამცირებლად;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვირუსული დიარეის ვირუსი, რესპირატორული ინფექციის შესამცირებლად;
  • Mannheimia (Pasteurella) ჰემოლიტური სეროტიპი A1, კლინიკური ნიშნების და ფილტვების დაავადებების შესამცირებლად;

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

დოზირება, მიღების გზები და მეთოდი:
ვაქცინაციის დოზა – 2 მლ. ვაქცინა შეგვყავს კანქვეშ.
ძირითადი იმუნიზაცია
არავაქცინირებული  დედიდან მიღებული ხბოები: 2 ინექცია 3 კვირიანი ინტერვალით 2 კვირის ასაკიდან;
ვაქცინირებული  დედიდან მიღებული ხბოები: 2 ინექცია 3 კვირიანი ინტერვალით 3 თვის ასაკიდან;
რევაქცინაცია:
პრობლემურ ჯიშებში შემდგომი რევაქცინაცია რეკომენდებულია ძირითადი იმუნიზაციიდან 6 თვეში, ან რისკ პერიოდამდე კონკრეტულ ჯიშებში (მაგ. ცხოველების გადაყვანა, პირუტყვის საცხოვრებლის შეცვლა და ა.შ.)
ფლაკონის შიგთავსი გამოყენებამდე შეათბეთ  15-25 ◦C-ზე და შეანჯღრიეთ.
ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებში.
შესაძლებელია მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.
იმუნიტეტის გამომუშავება: 3 კვირა
იმუნიტეტის ხანგრძლივობა: 6 თვე

გვერდითი  მოვლენები:  ლოკალიზებული შეშუპება ძალიან ხშირად შეინიშნება ინექციის ადგილას ვაქცინაციის შემდეგ. შეშუპებამ შესაძლოა მიაღწიოს 10 სმ ან მეტს დიამეტრში და შესაძლოა დაკავშირებული იყოს, ტკივილთან, რაც, როგორც წესი, პროგრესულად მცირდება და ქრება ვაქცინაციიდან 6 კვირაში.
შესაძლოა დაფიქსირდეს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, რაც უფრო მაღალია განმეორებითი ინექციის შემდეგ (უმეტესად 1.5 ◦C) და გრძელდება ვაქცინაციიდან 3 დღემდე.
ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები ძალიან იშვიათია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სათანადო სიმპტომატური მკურნალობა.

დაყოვნების პერიოდი: 0

შენახვის  პირობები: ინახება 2-8 ◦C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაიცავით გაყინვისგან და სინათლისგან.

შენახვის ვადა: 2 წელი. პირველი გახსნიდან ვარგისიანობის ვადა შეადგენს 10 საათს.

დაფასოება:   1 x 10 მლ; 1 x 50 მლ;