დეტალური აღწერა

ბიობოს L(6)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა.

შემადგენლობა: 1 დოზა (2 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

Leptospira pomona ინაქტივირებული მინ. ტიტრი 16, განსაზღვრული ALR-ის მიერ*
Leptospira hardjo-ის ტიპი hardjo-prajitno ინაქტივირებული მინ. ტიტრი 35, განსაზღვრული ALR-ის მიერ*
Leptospira hardjo-ის ტიპი hardjo-bovis ინაქტივირებული მინ. ტიტრი 32, განსაზღვრული ALR-ის მიერ*
Leptospira grippotyphosa ინაქტივირებული მინ. ტიტრი 64, განსაზღვრული ALR-ის მიერ*
Leptospira icterohaemorrhagiae ინაქტივირებული მინ. ტიტრი 81, განსაზღვრული ALR-ის მიერ*
Leptospira canicola ინაქტივირებული მინ. ტიტრი 35, განსაზღვრული ALR-ის მიერ*

დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდრატირებული ალუმინის ჰიდროქსიდი 2%                       7.5 მგ

ჩვენებები: გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეპტოსპიროზის აქტიური იმუნიზაციისთვის.
ხბოებში 4 კვირის ასაკიდან, დეკეულებში და ძროხებში.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინა უნდა გათბეს 15-25ºC-მდე და ფლაკონი კარგად შეინჯღრეს გამოყენებამდე.
დოზა – 2 მლ კეთდება კანქვეშ, ბეჭის უკან.

ა) ძირითადი ვაქცინაცია
ძირითადი ვაქცინაცია მოითხოვს ვაქცინაციის ორ დოზას.
პირველი ვაქცინაცია ტარდება 4-დან 6 კვირამდე – 2მლ
მეორე დოზის მიღება უნდა მოხდეს 14-დან -28 დღემდე – 2მლ

თუ მეორე ვაქცინაციის დოზის მიღება მოხდა განაყოფიერებამდე არაუგვიანეს ორი კვირით ადრე, მიიღწევა ნაყოფის ინფექციის აშკარა პრევენცია.

დეკეულების ვაქცინაცია განაყოფიერებამდე ხდება ერთხელ.

ბ)  რევაქცინაცია (ანუ 2 საწყისი დოზის მიღების შემდეგ):
დამცავი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად საჭიროა ერთი დოზით ყოველწლიური რევაქცინაცია განაყოფიერებამდე ორი კვირის განმავლობაში.

იმუნიტეტი ვითარდება ვაქცინაციიდან (ანუ ორი საწყისი დოზის შეყვანის შემდეგ)  4 კვირაში და გრძელდება 12 თვე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქტოიდური რეაქციები, რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია წარმოიშვას ადგილობრივი რეაქცია 5-20 მმ დიამეტრში, რომელიც სპონტანურად გაიწოვება ვაქცინაციის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში. რაიმე სერიოზული არასასურველი ზემოქმედების ან სხვა რეაქციის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.

უკუჩვენებები: არა.

პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი: ნოლი დღე.

შენახვის  პირობები; ინახება მაცივარში  2-8 °C ტემპერატურაზე. ნუ გაყინავთ!
მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ მშრალ ადგილას.

შენახვის ვადა:  2 წელი. არ გამოიყენოთ ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პირველი გახნის შემდეგ, ვარგისიანობის ვადა არის 10 დღე.

შეფუთვის ფორმა:
ა/პლასტმასის ყუთი
10 × 10 მლ, მინის ფლაკონები, I ტიპის ჰიდროლიზური ზომა 10 მლ

ბ/მუყაოს ყუთი
10 × 10 მლ, მინის ფლაკონები, I ტიპის ჰიდროლიზური ზომა 10 მლ