Pharmacological groups:
Species:
All animals | Petite cattle | Horse | Pig | Bovine cattle
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
დახასიათება: ვაქცინა განკუთვნილია სხვადასხვა სახეობის ცხოველების ლეპტოსპიროზის პროფილაქტიკისთვის ლეპტოსპიროზზე არაკეთილსაიმედო ზონაში, ასევე კეთილსაიმედო ზონაში, სადაც სულადობას აკომპლექტებენ ლეპტოსპიროზზე გამოკვლევის გარეშე და გადამრეკი მეცხოველეობის რაიონებში.
აღწერა: ვაქცინა დამზადებულია ლეპტოსპირას კულტურის ინაქტივირებულ შტამებზე: Pomona, Tarassovi, Icterohaemorrhagiae, Grippotyphosa, Sejroe ( Hardjo), Canicola (I ვარიანტი); ან Pomona, Tarassovi, Icterohaemorrhagiae, Grippotyphosa, Sejroe ( Hardjo) (II ვარიანტი).
1სმ3 ვაქცინა შეიცავს არანაკლებ 58 მილიონ ლეპტოსპირას ყოველი ჯგუფიდან.
ვაქცინაციის მეთოდი: იმუნიზაციას ექვემდებარებიან მსხვ.რქ.პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ვირი, ჯორი 1,5 თვიდან ზევით, სხვა სახის ცხოველები იმუნიზაციას ექვემდებარებიან 1 თვის ასაკიდან.
კოლოსტრალური იმუნიტეტის ფორმირებისთვის რეკომენდებულია მაკე ღორების აცრა 35-75 დღით ადრე დაყრამდე, მაკე ცხვრების -40-60 დღით ადრე მოგებამდე, მაკე ძროხების აცრა-45-90 დღით ადრე მოგებამდე. ლეპტოსპიროზული ეტიოლოგიის აბორტების თავიდან ასაცილებლად სასოფლო სამეურნეო ცხოველებს ცრიან დათესვლამდე 1-2 თვით ადრე ან მაკეობის პირველ მესამედში.
ვაქცინა შეყავთ ერთჯერადად, კუნთში (გამონაკლისია გოჭები 1-დან 3 თვემდე, რომლებსაც ცრიან ორჯერადად 12-15 დღის ინტერვალით, რევაქცინაცია 3 თვის შემდეგ).
ვაქცინა იწვევს იმუნიტეტის ფორმირებას მე-14-20 დღიდან და გრძელდება მოზარდ პირუტყვში 6 თვეს, მოზრდილ პირუტყვში-1 წელი (ღორის გარდა). კოლოსტრალური იმუნიტეტი გოჭებში და ბატკნებში გრძელდება 1,5 თვე, ხბორებში- 2,5 თვე.
შენახვის პირობები: ინახება და ტრანსპორტირება დაშვებულია 2 °С-დან 15 °С-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა: შენახვის და ტრანსპორტირების პირობების დაცვით 12 თვე.
გამოშვების ფორმა: 20-200სმ3, ფლაკონებში.





