Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ვაროატოზის, აკარაპიტოზის, ნოზემატოზის,
ასკოსფეროზის და სიდამპლეებით გამოწვეული დაავადებების
სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.
გამოშვების ფორმა: უფერო კრისტალი ან თეთრი მომწარო, სასიამოვნო
გემოს ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს ახასიათებს გამოხატული
აკარიციდული, ბაქტერიოციდული, ნოზემაციდური და ფუნგიციდური
მოქმედება. იყენებენ ვაროატოზის, აკარაპიდოზის ნოზემატოზის,
ასკოსთეროზის და სიდამპლეებით გამოწვეული დაავადებების საწინააღმდეგო
მოქმედება.
გამოყენების წესები და დოზირება: პრეპარატს იყენებენ ფუტკრის საგაზაფხულო
გამოფრენისას და შემოდგომაზე ფუტკრის ოჯახის სიძლიერის
მომატების მიზნით. თიმოლს იყებებენ, როგორც სამკურნალო მისაკვები,
გახსნილი შაქრის 50% კონცენტრაციის – 100 მლ. ოდენობით ერთ ჩარჩო
ფუტკარზე სავსე ჩარჩოზე. სამკურნალო შაქრის სიროფს უსხავენ სკის
ზედა საკვებურებში ან ცარიელ ფიჭებში ბარტყიანი ბუდის ნაწილში.
ფუტკარს თიმოლის შაქრიანი სიროფით კვებავენ 4 ჯერადათ 3-4 დღის ინტერვალით.
თიმოლის სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად, იღებენ 3 გრ. თიმოლს და
ურევენ 10 კგ. კანდს. სამკურნლო კანდი ეძლევა 40გრ. ოდენობით ერთ
ფუტკრით სავსე ჩარჩოზე. მკურნალობის მიზნით საკმარისია ერთჯერადი
დამუშავება. სამკურნალო მიზნით – კვებავენ ფუტკარს 3-ჯერადათ, 6-7
დღის ინტერვალით. ერთი ფლაკონი პრეპარატი ამუშავებს 250 ფუტკრიან
ჩარჩოს, (25 ფუტკრის ოჯახს).
თი მოლით ყველა სახის დამუშავება უნდა ჩატარდეს არანაკლებ +150ჩ
ტემპერატურაზე.
ფუტკრების დამუშავებისას მკაცრად უნდა დაიცვათ სამუშაო ხსნარის
კონცენტრაციის მომზადების რეკომენდაცია და მის 1 ფუტკრის ჩარჩოზე
გახარჯვის ნორმა.
საგანგებო მითითებები: პრეპარატით დამუშავებისას დაუშვებელია ხსნარის
მოხვედრა თვალებში და სასუნთქ გზებში. თიმოლით დამუშავებული
ფუტკრის ოჯახიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.
შეფუთვა: 3გრ. ფლაკონი.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ოთახის ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ,,აგრობიოპრომი’’ – რუსეთი.





