ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ვაროატოზის, აკარაპიდოზის, ნოზემატოზის, ასკოსფეროზის და სიდამპლეებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.
პრეპარატის აღწერა:
უფერო კრისტალი ან თეთრი ფხვნილი
მოქმედი ნივთიერება:
ბექონდარას ზეთის ექსტრაქტი, მისთვის დამახასიათებელი სუნითა და გემოთი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახასიათებს აკარიციდული, ბაქტერიციდული, ნოზემაციდური და ფუნგიციდური მოქმედება.
გამოყენების წესები და დოზირება: 
პრეპარატი გამოიყენება გაზაფხულზე და შემოდგომით, ფუტკრის ოჯახების მკურნალობისათვის.
სამკურნლო კვება:
3 გრ. თიმოლი (1 პაკეტი) – 25 ლ 50%-იან შაქრის სიროფში. დოზა: 100 მლ ოდენობით ერთ სავსე ჩარჩო ფუტკარზე,  4-ჯერადად 3-4 დღიანი ინტერვალით.
სამკურნალო კანდი:
3 გრ. თიმოლი 10 კგ კანდს. დოზა: 40 გრ. ერთ ფუტკრით სავსე ჩარჩოზე,  3-ჯერადად 6-7 დღიანი ინტერვალით. ერთი პაკეტი (3 გრ) შიგთავსი გამოიყენება 250 ჩარჩოზე.
საგანგებო მითითებები:
ყველა სახის კვება უნდა ჩატარდეს არანაკლებ 150C. დამუშავებისას მკაცრად უნდა დაიცვათ სამუშაო ხსნარის კონცენტრაციის მომზადების რეკომენდაცია და მის ერთ სავსე ჩარჩო ფუტკარზე გახარჯული ნორმა.
სამუშაო ხსნარის დასამზადებლად 3 გრ თიმოლი (1 პაკეტი) ხსნიან ერთ სუფრის კოვზ სპირტში ან ძმრის მჟავაში. შემდეგ გადააქვთ 50 გრ თბილ წყალში და ურევენ 25 ლ შაქრის სიროფში ან 10კგ კანდში
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
3გრ. ფოლგის პაკეტი.
შენახვის ვადა:
3 წელი, პაკეტის გახსნის შემდეგ 5 დღე.