Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
ფელიგენი® CRP
შემადგენლობა:1 მლ დოზა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ლიოფილიზატი
კატის ცოცხალი შესუსტებული კალიცივირუსი, შტამი F9 ………………… 104.6 – 106.1 DICC50(*)
კატის ცოცხალი შესუსტებული ჰერპესვირუსი, შტამი F2 …………………… 105.0 – 106.6 DICC50(*)
კატის ცოცხალი შესუსტებული პარვოვირუსი, შტამი LR 72 ……………….. 103.7 – 104.5 DICC50(*)
(*) DICC50: დოზა აინფიცირებს უჯრედული კულტურების 50%-ს.
ლიოფილიზატი: თეთრი ლიოფილიზატი.
გამხსნელი: უფერო სითხე.
სამიზნე სახეობა: კატები
გამოყენების ჩვენებები: კატებში:
აქტიური იმუნიზაცია კატის რინოტრაქეიტის, კალიცივირუსის და ინფექციური პანლეიკოპენიის წინააღმდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება: კანქვეშა ინექცია.
გახსენით ვაქცინის ლიოფილიზატისა და გამხსნელის შერევით.
ნაზად შეანჯღრიეთ და ვაქცინის ერთი დოზა კანქვეშ შეიყვანეთ ქვემოთ მოცემული ვაქცინაციის სქემის მიხედვით:
პირველი ვაქცინაცია:
– პირველი ინექცია 8/9 კვირის ასაკიდან.
– მეორე ინექცია 3 ან 4 კვირის შემდეგ.
დედისგან გამოყოლილმა ანტისხეულებმა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გავლენა მოახდინონ ვაქცინაციის იმუნურ პასუხზე. ამ შემთხვევაში მესამე ინექცია რეკომენდებულია 15 კვირის ასაკიდან.
რევაქცინაცია: ყოველწლიურად ერთჯერადი დოზით.
გვერდითი მოვლენები: ინექციის ადგილას შეშუპება, ჰიპერთერმია, ლეთარგია.
უკუჩვენებები: არანაირი
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები: ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებში.
დედისგან გამოყოლილმა ანტისხეულებმა, განსაკუთრებით კატების პანლეიკოპენიის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებმა, შესაძლოა შეამცირონ ვაქცინის იმუნური პასუხი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამიზნე სახეობებში უსაფრთხო გამოყენებისათვის:
რეკომენდებულია ცხოველების მკურნალობა ნაწლავური პარაზიტების წინააღმდეგ ვაქცინაციამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
მაკეობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენოთ მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვა და ტრანსპორტირება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. მოარიდეთ სინათლეს.
შეფუთვა:
ლიოფილიზატის 1 დოზის 10 ფლაკონის და გამხსნელის 1 მლ დოზის 10 ფლაკონის შემცველი კოლოფი.
ლიოფილიზატის 1 დოზის 50 ფლაკონის და გამხსნელის 1 მლ დოზის 50 ფლაკონის შემცველი კოლოფი.





