Detailed description

ოქსი პლუსი

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს:

ოქსიტეტრაციკლინი ……………………………………….           200 მგ

თიამფენიკოლი …………………………………………………..       100 მგ

ფლუნიქსინ მეგლუმინი ……………………………………………20 მგ

დამხმარე ნივთიერებები …………………………………………….1 მლ

ჩვენებები:

პრეპარატი ნაჩვენებია Pasteurella spp.-ითა და Haemophilus spp.-ით გამოწვეული პნევმონიისა და ტრანსპორტირებით გამოწვეული ცხელების კომპლექსის, ცხვრის ენზოოტური აბორტის, ჩლიქის ლპობის, მასტიტის, Moraxella bovis-ით გამოწვეული ინფექციური კერატოკონიუნქტივიტის (კონიუნქტივიტი); Fusobacterium necrophorum-ით გამოწვეული დიფტერიის; Escherichia coli-ით გამოწვეული ბაქტერიული ენტერიტის (ფაღარათი); Actinobacillus lignieresil-ით გამოწვეული ენის აქტინომიკოზის; Leptospira pomona-ით გამოწვეული ლეპტოსპიროზის და ჭრილობის ინფექციებისა და მწვავე მეტრიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების შტამების მგრძნობიარე ორგანიზმებით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება კუნთში ან კანქვეშ შეყვანისთვის:

ზოგადი: 1 მლ ყოველ 10 კგ სხეულის წონაზე. აღნიშნული დოზა შეიძლება განმეორდეს 48 საათის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში.

არ შეიძლება პრეპარატის 20 მლ-ზე მეტის შეყვანა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, 10 მლ-ზე მეტის შეყვანა – ღორებში და 5 მლ-ზე მეტის შეყვანა ხბოებში, თხებსა და ცხვრებში ერთ საინექციო უბანზე.

 

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ გამოიყენება იმ ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ფლუნიქსინ მეგლუმინის ან თიამფენიკოლის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

კუნთში შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.

კბილების ფერის შეცვლა ახალგაზრდა ცხოველებში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 28 დღე.

რძე: არ გამოიყენება ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის მწარმოებელ ცხოველებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

36 თვე.