Detailed description

ოვერპენ კომპუესტო

ანტიბიოტიკი. ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა:

თითოეული 100 მლ შეიცავს:

პენიცილინ G პროკაინს………………………………..10,000,000 სე

პენიცილინ G ბენზატინს………………………………..10,000,000 სე

დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატს…………..20 გ

მელოქსიკამი……………………………………………………0,6 გ

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები და ცხენები.

ჩვენება:

პენიცილინის და დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ბაქტერიული პნევმონია, მეტრიტი, პერიტონიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები, ტეტანუსი, სეპტიცემია, ვირუსული ხასიათის მეორადი ბაქტერიული ინფექციები, დაინფიცირებული ჭრილობები, ოპერაციის შემდგომი ინფექციები.

ანტიბიოტიკების კომპლექსი აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ.

გრამდადებითი ბაქტერია:

Corynebacterium spp, Streptococcus spp, Staphylococcus spp, Clostridium spp, Bacillus anthracis, Erisypelotrix spp, Nocardia spp, Listeria spp, Actinomyces spp.

გრამუარყოფითი ბაქტერია:

Fusobacterium necrophorum, Pasteurella spp, haemophilus spp, Actinobacillus spp, Proteus spp, Neisseria spp, Escherichia coli, Klebsiella spp, Shigella spp, Yersinia spp, Mycobacterium spp, brucella spp, Campylobacter fetus, Espiroquetas (Borrelia, Treponema), Ricketsias, Leptospiras spp, Vibrio spp.

გამოყენების წესი და დოზირება:

შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მისაღებად. პრეპარატი შეიყვანება კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე, 24 საათში ერთხელ, 5 დღემდე. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა შეადგენდეს 5 დღეზე მეტს. თუ მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 72 საათის განმავლობაში, დიაგნოზი და მკურნალობის კურსი ხელახლა უნდა განისაზღვროს.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. თირკმელების მძიმე უკმარისობა.

ლოდინის პერიოდი:

დაუშვებელია ნამკურნალები ცხოველების დაკვლა საკვებში გამოსაყენებლად ბოლო დოზის შეყვანიდან 30 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენება ცხენებში, რომლებიც განკუთვნილია ადამიანების მიერ საკვებად.

არ გამოიყენება მეწველ ძროხებში.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშებისთვის და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.