Detailed description

ეპრივეტი

ეპრინომექტინი დასასხმელი 0.5%

შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს:

ეპრინომექტინი…………………………………………………………..5 მგ

დამხმარე ნივთიერებები (დანამატები) …………………    1 მლ

ჩვენებები:

ეპრინომექტინის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი პარაზიტების მიერ ინვაზიის მკურნალობა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები, ფილტვის ჭიები, ბორები, ტკიპები, ტილები, ბუზები.

ცხვრები და თხები: კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები (ზრდასრული), ფილტვის ჭია (ზრდასრული).

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება დასხმის გზით. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

პროდუქტი გამოიყენება ადგილობრივად ზურგის ხაზის გასწვრივ ვიწრო ზოლზე დასხმის გზით, რომელიც უნდა გადანაწილდეს კისრიდან კუდის ბოლომდე.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

0.5 მგ ეპრინომექტინი გამოიყენება ადგილობრივად სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, რაც შეესაბამება რეკომენდებულ დოზას – 1 მლ სხეულის წონის ყოველ 10 კგ-ზე.

ცხვრები და თხები:

1.0 მგ ეპრინომექტინი გამოიყენება ადგილობრივად სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, რაც შეესაბამება რეკომენდებულ დოზას – 2 მლ სხეულის წონის ყოველ 10 კგ-ზე.

პროდუქტის ზურგის ხაზის გასწვრივ გამოყენებისას, გააცალკევეთ მატყლი / ბეწვი და კანთან მიიტანეთ აპლიკატორის თავსახური ან ბოთლის წვერი.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ქავილი და ალოპეცია.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენება ცხოველთა სხვა სახეობებში. ავერმექტინებმა შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგები ძაღლებში, განსაკუთრებით კოლის ჯიშის ძაღლებში, ძველ ინგლისურ ნაგაზებსა და მონათესავე ჯიშებსა და შეჯვარებულ ძაღლებში, ასევე კუებში.

პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ლოდინის  პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

ხორცი და სუბპროდუქტები: 15 დღე.

რძე: ნული საათი.

ცხვარი:

ხორცი და სუბპროდუქტები: 2 დღე.

რძე: ნული საათი.

თხები:

ხორცი და სუბპროდუქტები: 1 დღე.

რძე: ნული საათი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისობის ვადა:

36 თვე.