Detailed description

ბენზენე 2,36

შემადგენლობა:

ყოველი საშეტი შეიცავს:

დიმინაზენის აცეტურატი ……………………………………………………………………..    1.05 გ

ანტიპირინი (დამხმარე ნივთიერება) ……………………………………………………..  2,36 გ

ჩვენებები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა: ტრიპანოსომოზის და ბაბეზიოზის მკურნალობა.

ტრიპანოსომები: Trypanosoma congolense, Trypanosoma vivax, Trypanosoma brucei.

ბაბეზიები: Babesia bovis, Babesia bigemina, Babesia ovis, Babesia motasi.

გამოყენების  წესი და დოზირება:

3.5 მგ დიმინაზენის აცეტურატი სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის გზით, ერთჯერადი ინექციის სახით. გაზავებული ხსნარი შეიყვანება სხეულის წონის ყოველ 100 კგ-ზე 5 მლ დოზით.

Trypanosoma brucei-ით დაინფიცირების შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის გაორმაგება.

ბენზენეს ერთი 2,36 გ საშეტის შიგთავსი გააზავეთ 12,5 მლ სტერილურ წყალში, 15 მლ საინექციო ხსნარის მისაღებად.

გვერდითი მოვლენები:

ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს გარდამავალი ხასიათის ლოკალიზებული რეაქციები.

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ გამოიყენება იმ სუბიექტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 21 დღე.

რძე: 5 დღე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

ვარგისობის ვადა:

36 თვე.