Pharmacological groups:

Species:

Form of the drug:

Detailed description

ბიოექუინი FH

ცხენის გრიპისა და ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაციისთვის.

შემადგენლობა: ყოველი 1 მლ დოზა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

გრიპის A ტიპის ვირუსი, ქვეტიპი H3N8, შტამი A/equine/Brno/08, ინაქტივირებული

მინ. 6.0 log2 HIT

გრიპის A ტიპის ვირუსი, ქვეტიპი H3N8, შტამი A/equine/Limerick/2010, ინაქტივირებული

მინ. 6.0 log2 HIT

ცხენის ჰერპესვირუსი 1, შტამი Bio 82, ინაქტივირებული                             მინ. 2.1 log10 VNI

დამხმარე საშუალება:

ზეთოვანი ადიუვანტი (Montanide ISA 35 VG)              0.25 მლ

თიომერსალი                                                           0.1 მგ

ვაქცინა წარმოადგენს თეთრ, ზეთოვან სითხეს, ადვილად შესანჯღრევი ნალექით.

სამიზნე სახეობა: ცხენები

ჩვენებები:

პრეპარატი განკუთვნილია ცხენების აქტიური იმუნიზაციისთვის, სასუნთქი გზების ინფექციების, ცხენის გრიპის ვირუსითა და ცხენის ჰერპესვირუსი 1-ით (EHV-1) გამოწვეული კლინიკური ნიშნების შესამცირებლად.

აქტიური იმუნიზაციისთვის, ცხენის ჰერპესვირუსი 1-ის (EHV-1) ინფექციით გამოწვეული მაკეობის შეწყვეტის შემთხვევების შესამცირებლად მაკე ფაშატებში.

იმუნიტეტის გაძლიერება ნაჩვენები იქნა ცხენის გრიპის A/Equi 2/Brno 08 შტამისა და A/Equi 2/Limerick 2010 შტამის ვირულენტული გამოწვევით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ვაქცინაციის დოზა – 1 მლ

ვაქცინა (1 მლ) შეჰყავთ ღრმად, ინტრამუსკულარული გზით, ასეპტიკური მეთოდით.

პირველადი ვაქცინაცია გრიპისა და ცხენის ჰერპესვირუსის წინააღმდეგ: 6თვის ასაკში; მეორე ვაქცინაცია 4 კვირის შემდეგ;

განმეორებითი ვაქცინაცია გრიპისა და ცხენის ჰერპესვირუსის წინააღმდეგ:

პირველი განმეორებითი ვაქცინაცია (მესამე დოზა) უნდა ჩატარდეს პირველადი ვაქცინაციიდან 3 თვის შემდეგ, ხოლო ყოველი შემდგომი განმეორებითი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

მაკე ფაშატების ვაქცინაცია:

ცხენის ჰერპესვირუსის ინფექციით გამოწვეული მაკეობის შეწყვეტის შემთხვევების შესამცირებლად, მაკე ფაშატებს ვაქცინის 1 დოზა უტარდებათ შეჯვარებიდან მეორე თვეში და მაკეობის მე-5-6 და მე-9 თვეში.

გამოყენებამდე ვაქცინა გაათბეთ 15-25°C ტემპერატურამდე და კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა დადასტურებულია სეროლოგიური კვლევებით ორივე ვაქცინის გრიპის შტამისთვის.

გრიპი

იმუნიტეტის გაძლიერების დაწყება: პირველადი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა: განმეორებითი ვაქცინაციიდან 6 თვე.

ჰერპესვირუსი 1

იმუნიტეტის გაძლიერების დაწყება: პირველადი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა: განმეორებითი ვაქცინაციიდან 6 თვე.

გვერდითი მოვლენები:

 

არახშირი

(1-დან 10-მდე ცხოველი / 1000 ნამკურნალები ცხოველიდან):

მომატებული ტემპერატურა 1
იშვიათი

(1-დან 10-მდე ცხოველი / 10 000 ნამკურნალები ცხოველი):

ინექციის ადგილის შეშუპება 2
ძალიან იშვიათი

(<1 ცხოველი / 10 000 ნამკურნალები ცხოველი, იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით):

ანაფილაქსიური რეაქცია 3

1 0,5°C-მდე 3 დღის განმავლობაში.

2 ცხელი და მტკივნეული, მაქსიმუმ 3 დღე.

3 ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

რაიმე გვერდითი მოვლენის, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, ან თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი არ მოქმედებს სათანადოდ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.

უკუჩვენებები: არავითარი.

სპეციალური გაფრთხილებები

ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებში. ვაქცინაციიდან 2-3 დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ცხენების ფიზიკური დატვირთვა.

ინფექციის გავლენის შესამცირებლად, ფერმაში ყველა ცხენი უნდა იყოს ვაქცინირებული. ცხენების სხვა რემაში ან თავლებში გადაყვანამდე ან რბოლამდე უნდა ჩატარდეს მინიმუმ პირველადი ვაქცინაცია, იმუნიტეტის შესაქმნელად აუცილებელი შემდგომი 14-დღიანი ინტერვალით. ცხენის ჰერპესვირუსის და ცხენის გრიპის ვირუსული ინფექციებისგან იმუნიტეტის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაშენე დაწესებულებაში ყველა ცხოველის რეგულარული ვაქცინაცია, დადგენილი ვადების დაცვით.

მაკეობა:

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მაკეობის დროს.

ლაქტაცია:

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.

ლოდინის პერიოდი: ნული დღე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მაცივარში (2.° – 8° C).

დაიცავით სინათლისგან.

შეინახეთ მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 10 საათი.

შეფუთვა:     10 x 1 დოზა.