Pharmacological groups:

Manufacturer:

Form of the drug:

Detailed description

ბოპრივა
იმუნოლოგიური საშუალება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კასტრაციისთვის

შემადგენლობა

თითოეული დოზა (1 მლ) შეიცავს:
აქტიურ მოქმედ ნივთიერებას:
გონადოლიბერინი (GnRF), დაკავშირებული გადამტან ცილასთან (GnRF-ის სინთეზური პეპტიდური ანალოგი, კონიუგირებული დიფტერიის ანატოქსინთან) 0,4 მგ
ადიუვანტებს:
დიეთილამინოეთილი (DEAE) დექსტრანი (თხევადი ადიუვანტი) 100 მგ
იმუნომასტიმულირებელი კომპლექსი 0.8 მგ
დამხმარე ნივთიერებებს:
თიომერსალი 0.1 მგ
იმუნომასტიმულირებელი კომპლექსი შედგება Quil A, ქოლესტეროლისა და დი-პალმიტოლ ქოლინისგან (DPPC).

სამკურნალო წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი

იმუნობიოლოგიური თვისებები

ბოპრივა არის ვაქცინა, რომელიც ცხოველის იმუნიტეტს ასტიმულირებს GnRF-ის (გონადოტროპინ-რილიზინგ ფაქტორი) საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავების მიმართ:
ა) ხარებში ბოპრივას გამოყენება იწვევს GnRF-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების ინდუქციას სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით დასაქვეითებლად პუბერტატული პერიოდის შემდეგ. ეს წარმოადგენს ფიზიკური კასტრაციის ალტერნატივას სისხლში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით. იმუნიტეტის ამაღლების დაწყება მოსალოდნელია მეორე ვაქცინაციიდან 1-2 კვირაში, რაც იწვევს სისხლში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას სულ მცირე 8 კვირით, უმრავლეს შემთხვევაში კი – 12 კვირამდე ხანგრძლივობით;
ბ) ხბოებში ბოპრივას გამოყენება იწვევს GnRF-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების ინდუქციას GnRF-ის ფუნქციის დროებით დასაქვეითებლად და მალუთეინიზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მიმართ გვერდითი მოქმედების შესამცირებლად. ბოპრივა იწვევს სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით იმუნოლოგიურ დაქვეითებას პოსტპუბერტატულ ხბოებში, რაც, თავის მხრივ, იწვევს ესტროგენისა და პროგესტერონის დონის დაქვეითებას.
ესტრუსული აქტივობის ნორმალური ციკლი იწყებს შემცირებას და წყდება მეორე ვაქცინაციიდან 2 კვირის (14 დღის) განმავლობაში. უმრავლეს შემთვევაში ესტრუსის დროს მოსალოდნელია ხბოებში ჩვეული ქცევის შემცირება ან გაქრობა, რაც გრძელდება, სულ მცირე, 16 კვირა მეორე ვაქცინაციიდან. თუ აუცილებელია ანესტრუსის პერიოდის გაგრძელება, შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ბუფერული აცრა.

სამიზნე ცხოველის სახეობა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

გამოყენების ჩვენება

ბოპრივა არის იმუნობიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს ცხოველის იმუნიტეტს გონადოტროპინ-რილიზინგ ფაქტორის (GnRF) საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავების მიმართ. ასეთი მოქმედება ხარებში აინჰიბირებს სათესლე ჯირკვლების ფუნქციას და შედეგად წყდება ტესტოსტერონის გამომუშავება. ანალოგიურად, ხბოების ვაქცინაციისას სათესლე ჯირკვლების აქტივობა ქვეითდება, რაც იწვევს მათი ფუნქციისა და ესტრუსის პერიოდში ქცევის დროებით შეწყვეტას.
გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებში 7 თვის ასაკიდან.

უკუჩვენება

არ გამოიყენება მოსაშენებელ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში
არ გამოიყენება დაავადებულ ცხოველებში.
არ გამოიყენება ადამიანებში (!)

(!) გაფრთხილება გამოყენებისას

რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება სანაშენო ფარაში. სანაშენო საქონელში შემთხვევით გამოყენებამ, მიუხედავად სქესისა, შესაძლებელია სამომავლოდ გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან

სხვა იმუნობიოლოგიურ და ფარმაცევტულ საშუალებებთან მოცემული ვაქცინის თავსებადობის შესახებ ინფორმაცია არ არის;
ნებისმიერ სხვა ვეტერინარულ პრეპარატთან ერთად მოცემული ვაქცინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად.

განსაკუთრებული მითითება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი არ გამოიყენება მოსაშენებელ ცხოველებში

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ, კისრის არეში, 1 მლ დოზით.

ვაქცინაციის სარეკომენდაციო პირობები:

პირველი ვაქცინა უნდა იქნას შეყვანილი მოსალოდნელ ეფექტამდე 4-5 კვირით ადრე;

ბოპრივას მეორე დოზა უნდა იქნას შეყვანილი პირველი დოზის შეყვანიდან 3 კვირაში, რაც მნიშვნელოვანია GnRF აქტივობის ინჰიბირებისთვის;

ტესტოსტერონის სუპრესიის დრო ხარებში შეიძლება გახანგრძლივდეს პრეპარატის პირველ და მეორე შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდის გამო 3 კვირიდან 8-12 კვირამდე;

მოსალოდნელია, რომ პირველ და მეორე შეყვანებს შორის 3-4 კვირიანმა ინტერვალმა გამოიწვიოს ტესტოსტერონის 8-კვირიანი დათრგუნვა, ხოლო 8-12-კვირიანმა ინტერვალმა შესაძლოა გამოიწვეოს ტესტოსტერონის დათრგუნვა, დაახლოებით, 16 კვირით;

მესამე დოზის შეყვანა შეიძლება მეორე დოზის გაკეთებიდან 52 კვირამდე ვადაში, თუკი საჭიროა ტესტოსტერონის დონის დაქვეითების დამატებითი პერიოდი;

ფლაკონიდან უნდა აიღოთ ერთი დოზა სტერილური ნემსისა და შპრიცის გამოყენებით, ვაქცინის ფლაკონის საცობის წინასწარ დეზინფიცირების პირობით;

თუკი ვაქცინაციის პროცესისთვის გამოიყენება ავტოვაქცინატორი, საჭიროა მისი გამოყენების ინსტრუქციის დაცვა;

გვერდითი მოვლენები

ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქსიური რეაქციები პრეპარატის შეყვანის შემდეგ, რაც საჭიროებს ადრენალინის ან მისი ანალოგების გამოყენებასა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას,;

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ინექციის ადგილის შესიება 3-5 კვირის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის მომატება ინექციის შემდეგ, რაც დაუბრუნდება ნორმას 2-3 დღეში.

გამოყოფის პერიოდი
ნული დღე

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პირებისა და მომსახურე პერსონალისთვის, რომლებიც იყენებენ ვეტერინარულ იმუნობიოლოგიურ პრეპარატებს

შემთხვევითი თვითინექცია შეიძლება იწვევდეს სასქესო ჰორმონების დონისა და მამაკაცებისა და ქალების რეპროდუქციული ფუნქციის დროებით დაქვეითებას, ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ორსულობაზე. ამ მოვლენების განვითარების რისკი იზრდება მეორე შემთხვევითი ინექციის შემდეგ;

განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო პროდუქტის შემთხვევით თვითინექციის ან შეყვანისას ნემსით დაზიანების თავიდან ასაცილებლად. პროდუქტი შეიყვანება მხოლოდ სპეციალური უსაფრთხო ინექტორების საშუალებით, რომლებსაც აქვთ ორმაგი დაცვის სისტემა და უზრუნველყოფს ნემსის უსაფრთხოდ გამოყენებას, დაცულია გამშვები მექანიზმის შემთხვევითი ამოქმედებისგან;

არ დაუშვათ კანზე პრეპარატის მოხვედრა; კანზე ან თმებზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით;

ორსულებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. თვალებთან მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით.

რეკომენდაციები პერსონალისთვის თვითინექციის შემთხვევაში:

შემთხვევით თვითინექციისას გულდასმით დაიბანეთ ინექციის ადგილი სუფთა გამდინარე წყლით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ჩანართი. მომავალში ამ პრეპარატით მუშაობა დაუშვებელია იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ პრეპარატის შემთხვევით შეყვანის განმეორება.

რეკომენდაციები ექიმისთვის:
შემთხვევითი თვითინექცია შეიძლება დროებით გავლენას ახდენდეს მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციაზე, ასევე, შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობაზე და შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების ან საკვერცხეების ატროფია;

თუ არსებობს ეჭვი, რომ შეყვანილი იქნა ბოპრივას თვითინექცია, საჭიროა რეპროდუქციული ფიზიოლოგიის მონიტორინგი ტესტოსტერონის ან ესტროგენის (სქესის შესაბამისად) დონის კვლევის საშუალებით;

ფიზიოლოგიური დარღვევების რისკი უფრო მაღალია მეორე ინექციის შემდეგ;

სქესობრივი ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი სუპრესიის მკურნალობა ტარდება ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებით ნორმალური ფუნქციის აღდგენამდე.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული იმუნობიოლოგიური პრეპარატების მოხმარებისას, მისი გაუვნებელყოფისა და უტილიზაციის წესები

გამოუყენებელი პრეპარატის ნარჩენები და ფლაკონები უნდა იქნეს გაუვნებელყოფილი, კანონმდებლობის შესაბამისად.

ვარგისობის ვადა
3 წელი
ფლაკონიდან პირველად ამოღების შემდეგ პრეპარატი უნდა იქნეს გამოყენებული 28 დღის განმავლობაში, 2˚C-დან 8˚C-მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობით. ფლაკონის თავსახურის სტერილური ნემსით პირველად გახვრეტის შემდეგ პრეპარატის კონტეინერი უნდა დააბრუნოთ მაცივარში.

შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილზე 2˚C-დან 8˚C-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!

შეფუთვა
პოლიმერის ფლაკონები 50 მლ დოზით და 100 მლ დოზით დახურულია ალუმინით შემოკრული რეზინის საცობით.