Detailed description
ართრინი®
ქონდროპროტექტორი.
შემადგენლობა (თითოეული ტაბლეტის შემთხვევაში):
გლუკოზამინის სულფატი (ნატრიუმის მარილის სახით) – 500 მგ
ქონდროიტინის სულფატი (ნატრიუმის მარილის სახით) – 100 მგ
მანგანუმი (სულფატის მონოჰიდრატის სახით) – 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები – 2000 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქონდროიტინის სულფატი ყველაზე გავრცელებული გლიკოზამინოგლიკანია სახსრის ხრტილის მატრიქსში. ის აჯგუფებს წყლის მოლეკულებს, შედეგად კი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას.
გლუკოზამინი ერთ-ერთი მონოსაქარიდია, რომელიც წარმოქმნის ჰიალურონის მჟავას შემადგენელ დიმერს. ის ასრულებს ქონდროციტების მიერ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის გაძლიერების ფუნქციას.
მანგანუმი მნიშვნელოვანია ძვლის აღდგენისა და ნორმალური განვითარებისთვის. ის, ასევე, წარმოადგენს სხვადასხვა ფერმენტის კომპონენტს, რომლებიც ააქტიურებს მეტაბოლურ რეაქციებს.
ჩვენება (ძაღლებსა და კატებში):
- აღადგენს სახსრის ხრტილს, ამცირებს ანთებასა და ტკივილს;
- მკურნალობს ოსტეოართრიტს (პირველადი და მეორეული), ართრიტს, ოსტეოქონდროართრიტს, სპონდილოზს, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტ სახსრებისა და მყესების დეგენერაციულ პროცესებს;
- გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის პროფილაქტიკური მკურნალობისათვის ლეკვებში და I და II ხარისხის მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის სამკურნალოდ;
- ქონდროპროტექტორი – აღადგენს სახსრის ხრტილს. მისი აღმდგენი მოქმედების საშუალებით, ის ამცირებს დაზიანებული სახსრის ანთებასა და ტკივილს. გამოიყენება: მალთაშუა დისკების კალციფიკაციის საწყისი მკურნალობისათვის, თერაპიული საშუალების სახით მოტეხილობების შეხორცებისას, სახსრის სახვევით დაფიქსირებისას, ოპერაციის დროს ან სხვა მიზნით. შეიყვანება სახვევის დადების დროს და შემდეგ სახსრის ფუნქციის სრულად აღდგენამდე.
- გამოიყენება ცხოველებში სახსრების გაცვეთისას ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის, ჭარბი წონის ან ხანდაზმულობის შედეგად.
გამოყენების წესი და დოზირება:
ძაღლები: 15 კგ-მდე წონის – ½ ტაბლეტი დღეში;
15 კგ-ზე მეტი წონის – 1 ტაბლეტი დღეში.
კატები: 5 კგ-მდე წონის – ¼ ტაბლეტი დღეში;
5 კგ-ზე მეტი წონის – ½ ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, ექვს (6) კვირას;
დოზის გაზრდა შეიძლება ნებისმიერ დროს, ცხოველის მდგომარეობიდან გამომდინარე და ვეტერინარის შეფასების შესაბამისად.
უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ იმ ცხოველებში, რომლებსაც გააჩნიათ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ ფენილკეტონურიის სიმპტომები;
არ გამოიყენოთ გესტაციის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ მდედრებში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის, ცხოველებისა და სათანადო გადამზადების არმქონე პერსონალისგან დაცულ ადგილზე, 5˚C-დან 30˚C-მდე ოთახის ტემპერატურაზე;
პროდუქტი შეინახეთ თავის ორიგინალ კონტეინერში დახურულ და მზის პირდაპირი გამოსხივებისგან დაცულ ადგილზე.
შეფუთვა:
კონტეინერი – 30 გემრიელი ტაბლეტით.





