VIV Europe 2026 საერთაშორისო გამოფენა, 3–5 ივნისი, ქალაქ უტრეხტში, ნიდერლანდებში ჩატარდა.
VIV Europe წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენას ცხოველთა საკვების, მეცხოველეობისა და აგროინდუსტრიის მიმართულებით. ღონისძიება აერთიანებს გლობალურ კომპანიებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სექტორის ლიდერებს და მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარებას, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას.
ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ გამოფენას, სადაც გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, გაეცნენ დარგის უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციურ გადაწყვეტებს.
გამოფენის გარდა, ჩვენი წარმომადგენლები ესტუმრნენ მეგავეტის ოფიციალურ პარტნიორ კომპანია “კელას”, სადაც გაიმართა საქმიანი შეხვედრები და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

