Фармакологическая группа:
Разновидность:
Производитель:
Форма препарата:
Подробное описание
კელაპროფენი 100 მგ/მლ
დეტალური აღწერა:
კელაპროფენი 100 მგ/მლ
საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ცხენებისა და ღორებისთვის
პრეპარატის ფორმა:
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას:
კეტოპროფენი 100 მგ
გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი
სამიზნე ცხოველთა სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი / ცხენი / ღორი
ჩვენება:
ცხენებში
გამოიყენება
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებით გამოწვეული ანთებისა და ტკივილის შემსუბუქების მიზნით
- კოლიკით გამოწვეული ვისცერალური ტკივილის შემსუბუქების მიზნით
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში
გამოიყენება
- მშობიარობის შემდგომი პარეზის დროს
- სასუნთქი გზების ბაქტერიული დაავადებით გამოწვეული ცხელებისა და დისტრესის შემცირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში — ანტიმიკრობულ თერაპიასთან კომბინირებულად
- მწვავე კლინიკური მასტიტის მაჩვენებლის შემცირებისა და გამოჯანმრთელების მიზნით, მათ შორის, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული მწვავე ენდოტოქსინური მასტიტის დროს, ანტიმიკრობულ თერაპიასთან კომბინირებულად
- მოგების შემდგომ ცურის შეშუპების შემცირების მიზნით
- კოჭლობით გამოწვეული ტკივილის შემცირების მიზნით
ღორებში
გამოიყენება
- სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ან ვირუსული დაავადებით გამოწვეული ცხელებისა და ქოშინის შემცირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში -ანტიმიკრობულ თერაპიასთან კომბინირებულად
- მასტიტ-მეტრიტ-აგალაქტიის სინდრომის მკურნალობის მიზნით ნეზვებში, საჭიროების შემთხვევაში — ანტიმიკრობულ თერაპიასთან კომბინირებულად
გამოყენების წესი და დოზირება:
ცხენის შემთხვევაში
შეიყვანება ინტრავენურად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს,
1 მლ პრეპარატი სხეულის მასის 45 კგ-ზე შეიყვანება ინტრავენური ინექციის გზით დღე-ღამეში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში.
ცხენების კოლიკების დროს გამოიყენება 1 მლ 45 კგ-ზე, შეიყვანება ინტრავენურად დაუყოვნებელი ეფექტის მისაღებად. კოლიკების რეციდივის შემთხვევაში დასაშვებია მეორე ინექციის შეყვანა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში
შეიყვანება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად,
1 მლ პრეპარატი სხეულის მასის 33 კგ-ზე შეიყვანება ინტრავენური ან ღრმა ინტრამუსკულური ინექციის გზით დღე-ღამეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
ღორების შემთხვევაში
შეიყვანება ინტრამუსკულურად,
1 მლ პრეპარატი სხეულის მასის 33 კგ-ზე შეიყვანება ერთჯერადი ღრმა ინტრამუსკულური ინექციის გზით.
გვერდითი რეაქციები:
ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინირებულად ან/და მიღებიდან 24-საათიან ინტერვალში, კორტიკოსტეროიდებთან, დიურეზულებსა და ანტიკოაგულანტებთან.
ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში
ხორცი და ხორცპროდუქტები
- ინტრავენური შეყვანის შემდეგ — 1 დღე
- ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ — 2 დღე
რძე — ნული საათი.
ცხენების შემთხვევაში
ხორცი და ხორცპროდუქტები — 1 დღე
რძის გამოყენება არ არის ნებადართული ლაქტაციის პერიოდში ცხოველებში, რომელთა რძე მოიხმარება ადამიანების მიერ.
ღორების შემთხვევაში
ხორცი და ხორცპროდუქტები — 2 დღე
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე,
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ,
მოარიდეთ სინათლეს.
ვარგისიანობის ვადა:
შენახვისა და ვარგისიანობის ვადა კონტეინერის გახსნის შემდეგ არის 28 დღე.
შეფუთვა:
50 მლ-იანი, 100 მლ-იანი და 250 მლ-იანი ფლაკონები.





