ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ძაღლის cCRP ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა
ძაღლის C რეაქტიული ცილის ნახევრად რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.
გამოყენება:
cCRP ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს სენდვიჩის ტიპის გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს ძაღლის სისხლში და შრატში ან პლაზმაში CRP ანტიგენის, ძაღლის C რეაქტიული ცილის ნახევრად რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.
პრინციპი:
ტესტ-კასეტას აქვს ტესტირების ფანჯარა. ტესტირების ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოზე, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში იქნება cCRP ანტიგენი, გამოჩნდება ხილული T ხაზი. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც შედეგის სისწორეზე მიუთითებს. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს ნიმუშში cCRP ანტიგენის არსებობა.
შენახვა და სტაბილობა:
ინახება შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები:
· ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
· ტენიანობა და ტემპერატურა შეიძლება უარყოფითად აისახოს შედეგებზე.
· უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი პაკეტიდან.
· ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
· არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.
მოწოდებული მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით ● პიპეტები
● შეფუთვის ჩანართი ● ფერთა ბარათი
აუცილებელი მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ტაიმერი ● ნიმუშის შესაგროვებელი კონტეინერი
● ცენტრიფუგა (პლაზმისათვის) ● საწვეთური
გამოყენების წესი:
ტესტის დაწყებამდე, გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. ნიმუშის აღება:
აიღეთ ძაღლის ახალი სისხლი, ან განაცალკევეთ შრატი ან პლაზმა სისხლიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად, ჰემოლიზის თავიდან ასაცილებლად. შრატისა და პლაზმის ნიმუშები შეიძლება შენახულ იქნას 2-8°C ტემპერატურაზე 3 დღემდე. ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში, შრატისა და პლაზმის ნიმუშები უნდა ინახებოდეს -20°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. სისხლი შენახული უნდა იქნას 2-8°C ტემპერატურაზე იმ შემთხვევაში, თუ ტესტი გამოიყენება ნიმუშის აღებიდან 2 დღის განმავლობაში. არ გაყინოთ სისხლის ნიმუშები.
2. ნიმუშის განზავება:
5 მკლ სისხლის ნიმუში ან 2.5 მკლ შრატი ან პლაზმა შეიძლება დაემატოს პირდაპირ პიპეტით (მოკლე) ან საწვეთურით ბუფერიან პლასტმასის სინჯარაში.
დახურეთ სინჯარა და შეანჯღრიეთ ხელით ნიმუში მძლავრად დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, ნიმუშისა და განზავების ბუფერის კარგად ასარევად.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ კიდევ პიპეტი (გრძელი) ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ განზავებული ნიმუშის 2 წვეთი (დაახლოებით 50 მკლ) ტესტ-კასეტის ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგები 5-10 წუთში, T ხაზის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ ფერთა ბარათთან. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.
შედეგების შეფასება:
CRP, როგორც მწვავე ფაზის ცილა in vivo, წარმოადგენს ნორმალურ კომპონენტს სისხლში დაბალი დონით შემცველობით. ბაქტერიული ინფექციების, აქტიური დაზიანებებისა და ქსოვილის ვრცელი დაზიანების არსებობის შემთხვევაში in vivo, CRP სწრაფად იზრდება. როდესაც CRP დონე 20 მგ/ლ-ზე მეტია, აღნიშნული მიუთითებს ინფექციაზე, მსუბუქ და ზომიერ ბაქტერიულ ინფექციას, როგორც წესი, აღენიშნება მხოლოდ დაბალი ან ზომიერი მატება, ხოლო 40 მგ/ლ-ზე მაღალი დონე მიუთითებს ზომიერ ინფექციაზე ან აშკარა ანთებაზე. როდესაც CRP აღემატება 100 მგ/ლ-ს, აღნიშნული მიუთითებს მძიმე ინფექციებზე, როგორიცაა სეფსისი ან ინვაზიური ინფექციები.
„C“ ხაზის არსებობა მიუთითებს სწორ შედეგზე. cCRP ტესტი შეიძლება ჩატარდეს 5 მგ/ლ-დან 200 მგ/ლ-მდე. წაიკითხეთ შედეგი „T“ ხაზის ფერის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ სტანდარტულ ფერთა ბარათთან.
|
T ხაზის ინტენსიობა |
cCRP კონცენტრაცია |
აღწერა |
| G1 | <10 მგ/ლ | ინფექცია არ აღინიშნება |
| G2 | 10-20 მგ/ლ | ნორმალური ან ოდნავ მომატებული |
| G3 | 20-40 მგ/ლ | მსუბუქი ინფექცია ან ვირუსული ინფექცია |
| G4 | 40-100 მგ/ლ | ზომიერი ინფექცია ან აშკარა ანთება |
| G5 | >100 მგ/ლ | მძიმე ინფექცია, როგორიცაა სეფსისი ან ინვაზიური ინფექციები |
დადებითი: როგორც „C“ ხაზის, ასევე ზონის „T“ ხაზის არსებობა. T ხაზი G2, G3, G4 ან G5 შორის ითვლება დადებითად.
უარყოფითი: მხოლოდ „C“ ხაზის არსებობა. T ხაზი G1-ზე ან G2-ზე განიხილება, როგორც უარყოფითი.
არასწორი: C ზონაში ფერადი ხაზი არ ჩანს, მიუხედავად T ხაზის გამოვლენისა.
შეზღუდვები:
cCRP ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი.


