ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: თითეული ბოლუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას
1250 მგ ნიკლოსამიდის პიპერაზინის მარილს.
ჩვენებები: გამოიყენება ცხოველთა ტენიოზის და მცოხნავი ცხოველების ტრემატოდოზის სამკურნალოდ:
- გააჩნია რეპელენტური ეფექტი ცხენის A. perfoliata -ზე.(ნაწლავის ლენტისებრი ჭია)
- ეფექტურია moniezia expansa-ს, svitellina-ს წინააღმდეგ მსხვილფეხა პირუტყვსა და ცხვარში
- ეფექტურია dipylidiumcaninum-ის, taenia pisformis-ის, taenia hydatigena-ის, taeniaeforms-ის წინააღმდეგ ძაღლებსა და კატებში.
- გააჩნია რეპელენტური ეფექტი შინაური ფრინველის Raillietina-სა და Choanotaenia infundibulum-ზე.
- პრეპარატს ასევე გააჩნია ლოკოკინების და შისტოსომოზის ( E. Schistosomiasis) განადგურების ეფექტი.
გამოყენების წესი და დოზირება:
ცხვარი და თხა: 1 ბოლუსი15 კგ სხეულის წონაზე;
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ხბო: 1 ბოლუსი 20 კგ სხეულის წონაზე;
შინაური ფრინველი: 100-200 მგ/კგ სხეულის წონაზე 3 დღე საკვებთან ერთად.
ძაღლი: 1 ბოლუსი 10 კგ სხეულის წონაზე.
კატა: 1/3 ბოლუსი 3.3. კგ სხეულის წონაზე.
- ბოლუსის მიღება უნდა მოხდეს ენის ქვეშ;
- ღებინების პრევენციის მიზნით ბოლუსი შეიძლება დაიმსხვრეს და შეერიოს მცირე რაოდენობით საკვებს ძაღლების და კატებისთვის.
- ნიკლასანი უსაფრთხოა მაკე ცხოველებში გამოსაყენებლად.
- ნიკლასანი გამოიყენება პარაზიტების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად.
ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხები და შინაური ფრინველები: 0 დღე
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (30 ◦C-ზე ქვევით), მოარიდეთ სინათლეს და ტენიანობას.
მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის ვადა:3 წელი
გამოშვების ფორმა: 10 ბოლუსი ბლისტერზე.

