ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ვაქცინა შეიცავს ძაღლის ჭირის, ადენოვირუსის, პარვოვირუსისა და კორონავირუსების ატენუირებულ მშრალ სავაქცინე შტამებს, ლეპტოსპიროზისა და ცოფის ვირუსის ინაქტივირებულ სავაქცინე შტამებს და ალუმინის ჰიდროჟანგს (ადიუვანტს).
ჩვენება:
• გამოიყენება ძაღლის:
ჭირის
ცოფის
ადენოვირუსული ინფექციების
კორონავირუსული ენტერიტების
ლეპტოსპიროზის
საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით.
ბიოლოგიური თვისებები: აცრილ ძაღლებში იმუნიტეტი ფორმირდება იმუნიზაციიდან 2–3 კვირაში, რომელიც მოზარდებში გრძელდება 6–8 თვე, მოზრდილებში 12–15 თვე.
ვაქცინაციას ექვემდებარება:
ლეკვები პირველად 8–10 კვირის ასაკში, განმეორებით 21–28-ე დღეს, რევაქცინაცია 10–12 თვის ასაკში.
მოზრდილი ძაღლი წელიწადში ერთხელ.
გამოყენების წესი და დოზები: ვაქცინა შეჰყავთ კუნთში, ბარძაყის შიდა მხარეს დოზით: 2 მლ.
მცირე და დეკორატიული ჯიშის ძაღლებში შეჰყავთ: 1მლ
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: ვაქცინაცია არ შეიძლება ჩატარდეს მაკეობის ბოლო პერიოდში და მშობიარობიდან 7 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–80C¬¬¬ზე (დაუშვებელია გაყინვა).
შენახვის ვადა: 18 თვე.
შეფუთვის ფორმა: ერთი ფლაკონი შეიცავს ვაქცინის ერთ დოზას

