დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ  შეიცავს:

რკინას–333 (ჰიდროქსიდის დექსტრანის კომპლექსი) – 100 მგ.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი და ძაღლი

ჩვენება: რკინა დეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 ცხოველთა მოზარდი (განსაკუთრებით გოჭები) ხშირად იბადება რკინის მინიმალური მარაგით, შედეგად მცირდება ერითროციტების რაოდენობა, ქვეითდება ჰემოგლობინის შემცველობა და ორგანიზმის რეზისტენტობა. ცხოველები ადვილად ავადდებიან (ეკარგებათ მადა, აღენიშნებათ დიარეა) და ჩამორჩებიან ზრდაში.

 ირონ 100­ის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ სისხლში მატულობს ჰემოგლობინის კონცენტრაცია, წესრიგდება ჟანგვა­აღდგენითი პროცესები.

 ირონ 100 აუცილებელია ახალშობილებისთვის და ანემიურ პირობებში მყოფი ცხოველებისთვის.

მიღების წესი და დოზირება: ირონ 100 ენიშნება ცხოველებს

 ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დროს

 სტრესების (განსაკუთრებით ტრანსპორტირების) დროს

 მოზარდებში კვების და ზრდის გაუმჯობესების მიზნით.

 სისხლის დაკარგვის შემთხვევაში და სხვა.

მკურნალობა:

• ღორი – 3–5 მლ 1­ლი ინექცია, საჭიროების შემთხვევაში მე­2 ინექცია 7 დღის შემდეგ

• გოჭები – 1–2 მლ დაბადებიდან მე­-3 და მე­-5 დღეს

• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენი – 5–8 მლ პირველი ინექცია, საჭიროების შემთხვევაში მე­-2 ინექცია 7 დღის შემდეგ

• ხბოები და კვიცები – 3–8 მლ დაბადებიდან პირველ კვირაში, საჭიროების შემთხვევაში მე­-2 ინექცია 7 დღის შემდეგ.

• ცხვრები და თხები – 3–4 მლ პირველი ინექცია, საჭიროების შემთხვევაში მე-­2 ინექცია 7 დღის შემდეგ

• ძაღლი – 0,5–2 მლ პირველი ინექცია, საჭიროების შემთხვევაში მე-­2 ინექცია 7 დღის შემდეგ.

პროფილაქტიკა:

• გოჭები – 2 მლ დაბადებიდან მე­-3 დღეს და 21­-ე დღეს

• ღორი – 5 მლ ორი კვირით ადრე გოჭების დაყრამდე.

გვერდითი მოვლენები:

 ირონ 100-­მა შესაძლებელია გამოიწვიოს ტკივილი და ანთებითი რეაქციები.

 ხანდახან თავს იჩენს ანაფილაქსიური რეაქციები.

ძალიან მაღალი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია ჰიპოტონიის თანხლებით, შოკი და სიკვდილიანობაც კი.

უკუჩვენებები: ვიტამინ E­ს და/ან სელენის უკმარისობა გოჭებში.

ლოდინის პერიოდი: არ გააჩნია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 150C–250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 12 თვე.

შეფუთვის ფორმა:100 მლ ფლაკონი.