დეტალური აღწერა

სამკურნალწამლო ფორმა:  შემადგენლობა დაბალანსებულია ცხოველის მოთხოვნილების შესაბამისად.

1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი А – 1200 МЕ; ვიტამინი D3 – 240 МЕ; ვიტამინი Е -3000 მკგ;

ფარმაკოლოგიური თვისებები: საკვებდანამატის თვისებები განპირობებულია  მის შემადგენლობაში შემავალ ვიტამინებზე. ვიტამინების გარდა საკვებდანამატი შეიცავს ლუდის საფუარს, რომელშიც დიდი რაოდენობითაა  B ჯგუფის ვიტამინები, ადვილად ათვისებადი ცილები, შეუცვლელი ამინომჟავები, ცხიმმჟავები, მიკრო და მაკრო ელემენტები, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ცინკი და სხვა.

საკვებდანამატის მიღება  უზრუნველყოფს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, მაკეობის პერიოდის ნორმალურ მიმდინარეობას, ჯანმრთელი ნაყოფის დაბადებას,  მოზარდის უკეთეს ზრდა-განვითარებას.

ვიტამინი А უზრუნველყოფს  ძვლოვანი ქსოვილების და კბილების ნორმალურ მდგომარეობას;

ამ ვიტამინის ნაკლებობისას  შეიმჩნევა  ჩამორჩენა განვითარებაში, გამრავლების ფუნქციის და მხედველობის დარღვევა.

ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, ძვლის სტრუქტურის შენების პროცესს; ამაღლებს კალციუმის აბსორბციას ნაწლავებში, ცილების სინთეზს – წვრილ ნაწლავებში, ღვიძლსა და ძვლებში; ვიტამინ D3-ის ნაკლებობა ხშირად ვლინდება რაქიტის ფორმით, ძვლების დეფექტით, მოზარდებში ხშირია კრუნჩხვები.

ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, უზრუნველყოფს А ვიტამინის შეთვისებას, ორგანიზმის მიერ ცილების ათვისებას. აძლიერებს კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციას, E ვიტამინის ნაკლებობა კლინიკურად ვლინდება  „თეთრი კუნთი“-ს დაავადებით, უნაყოფობით და სხვადასხვა პათოლოგიებით.

გამოყენების წესი და დოზები: მიიღება ყოველდღიურად საკვებთან ერთად ან ძირითადი საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად შემდეგი დოზებით:

ცხოველის ასაკი

2-2 თვიანი კურსით,

1 თვიანი შესვენებით

ვიტამინის ნაკლებობის გამოხატული ნიშნებისასსიმპტომების გაქრობამდე, არაუმეტეს 3 კვირა

2 თვიდან  წლამდე

1 ტაბლეტი  2,5 კგ სხეულის წონაზე

2 ტაბლეტი  2,5 კგ სხეულის წონაზე

ზრდასრული ცხოველები

1 ტაბლეტი  5 კგ სხეულის წონაზე

2 ტაბლეტი  5 კგ სხეულის წონაზე

 

გვერდითი მოქმედება: არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე  მინუს 30° С-დან +25° С-მდე.
შენახვის ვადა:18 თვე
დაფასოება: ტაბლეტი 0,5გრ., კოლოფში 90 ტაბლეტი.