ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაუფარავი ტაბლეტი შეიცავს:
ფენბენდაზოლი BP(Vet) 3000 მგ;
ივერმექტინი BP 1000 მგ;
დამატებითი ნივთიერება საჭიროებისამებრ
ჩვენებები: მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ჭიების წინააღმდეგ, მათ შორის ინჰიბირებული ლარვები, სოლიტერი, ფილტვის ნემატოდები, ისეთი ეპიდერმული პარაზიტული კანის ინფექციები, როგორიცაა ტილიანობა, ქეცი, ტკიპები, ლარვები და მუმლი.
დოზირება და მიღების წესი:
ერთი ტაბლეტი სხეულის წონის 300 კგ-ზე პერორალურად.
სამიზნე ცხოველები: გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვრებსა და თხებში.
უკუჩვენებები:
უცნობია
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტად შეაფასეთ ცხოველის სხეულის წონა დოზის გამოთვლამდე.
გამოყენება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში: პროდუქცია უსაფრთხოა მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტთან :
უცნობია
ლოდინის პერიოდი:
ხორცი – 28 დღე
რძე – 7 დღე
შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:
თავსებადობის კვლევების არ არსებობის გამო, ეს ვეტერინარული სამკურნალო საშუალება არ უნდა შევურიოთ სხვა ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 30 °C.
შეფუთვის ფორმა: ტაბლეტები ბლისტერში 4×10, 1×20, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

