ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს:
ქლოპროსტენოლუმი – 0,25 მგ
ქლოროკრეზოლი – 1 მგ
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი და ღორი
ჩვენება:
- საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის ნორმალიზება
- მშობიარობის ფუნქციის დარღვევის ნორმალიზება
- ემბრიონის პათოლოგიური განვითარების შეჩერება
- ფსევდომაკეობის შეწყვეტა
- ქრონიკული ენდომეტრიტის და ფოლიკულური კისტების კომბინირებული თერაპია
- ესტროფანი აგრეთვე გამოიყენება ახურების სინქრონიზაციისთვის.
მიღების წესი და დოზირება:
- მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პრეპარატი შეიყვანება კუნთში და ლორწოვანი გარსის ქვეშ ნახევარი დოზის გამოყენებით
- ღორში და ცხენში პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
- ახურების სინქრონიზების მიზნით პრეპარატის 2–2 მლ შეჰყავთ ორჯერადად 10 დღის ინტერვალით. მეორე ინექცია უნდა მოხდეს პირველიდან მე11 დღეს
- მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს დაავადების დროს პირველი ინექცია 2 მლ. განმეორებითი ინექცია იგივე დოზით მე11 დღეს, ინსემინაცია მე14 დღეს, ხელახალი ინსემინაცია მე15 დღეს;
- მაკეობის შეწყვეტის დროს – 2 მლ.
- ღორი – 0,7 მლ ერთჯერადად მაკეობის 111ე დღიდან.
- ცხენი – 1,0 მლ ერთჯერადად, ახურებიდან 5–13 დღის პერიოდში (ოპტიმალური პერიოდი 4–6 დღე).
გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია.
უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკე ცხოველებში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასურველია მშობიარობის შეწყვეტა.
ლოდინის პერიოდი: ხორცი 24 საათი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 10×2 მლ.

