ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1მლ პრეპარატი შეიცავს 150 000 სე ბენზილპენიცილინის პროკაინის მარილს, 150 000 სე ბენზილპენიცილინის ბეზანტინის მარილს .
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბენზილპენიცილინის პროკაინის მარილი და ბენზილპენიცილინის ბენზატინის მარილი პენიცილინების ჯგუფში შემავალი, ხანგრძლივი მოქმედების ანტიბიოტიკებია. მას აქვს მოქმედების ვიწრო სპექტრი და ზეგავლენას, უპირატესად, გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (Streptococcus spp., Staphylococcus spp., Clostridium spp., Erysipelothrix rhusiopathiae и др.).
ჩვენებები: პრეპარატს იყენებენ მშობიარობის შემდგომი ინფექციებით, მასტიტებით, სტაფილოკოკოზით, სტრეპტოკოკოზით, ლეპტოსპიროზით, ერიზიპელოიდით, ბრონქოპნევმონიებით, ართრიტებითა და ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული სხვა დაავადებებით დასნებოვნებული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ძაღლებისა და კატების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოყენების წინ პრეპარატიანი ფლაკონი უნდა ვანჯღრიოთ მანამდე, სანამ ჰომოგენური სუსპენზია არ წარმოიქმნება. პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, ორჯერ, 72 საათის ინტერვალით, შემდეგი დოზებით:
– ზრდასრული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 1,0 მლ ცხოველის მასის ყოველ 25 კგ-ზე;
– ხბოები, ცხვრები, თხები, ღორები – 1,0 მლ ცხოველის მასის ყოველ 20 კგ-ზე;
– ძაღლები და კატები – 1,0 მლ ცხოველის მასის ყოველ 10 კგ-ზე.
ერთ ადგილზე შეყვანილი პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის – 20,0 მლ-ს. ღორებისთვის – 10,0 მლ-ს, ხბოებისთვის, თხებისთვის, ცხვრებისა და ძაღლებისთვის – 5,0 მლ-ს.
უკუჩვენება: აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ტეტრაციკლინის, ამფენიკოლის, მაკროლიდებისა და ლინკოზამიდების ჯგუფების ანტიბიოტიკებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
დაყოვნების პერიოდი: ხორცი 14 დღე.
რძე 3 დღე.
შენახვის პირობები: + 2°C-დან + 15°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა შეადგენს 28 დღეს.
გამოშვების ფორმა: 50 მლ შუშის ფლაკონები.

