დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:

 აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონი  2.0მგ

(როგორც დექსამეტაზონის ნატრიუმის  ფოსფატი 2.63მგ)

სამიზნე ცხოველები:  ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ღორი, ძაღლი და კატა.

ჩვენებები: ახდენს გამოხატულ და ხანგრძლივ ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზებელ მოქმედებას.

ცხენი: ართრიტის, ბურსიტის და ტენდოსინოვიტის მკურნალობა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა:  პირველადი კეტოზის მკურნალობა (აცეტონემია).

ღორი:  მეტრიტ ­მასტიტ­ აგალაქტიის სინდრომი (MMA).

ძაღლი, კატა: ალერგიული დერმატიტები, ეგზემები.

გამოყენების წესი  და დოზირება:

ცხენი: ინტრავენური, კუნთში, ინტრაარტიკულარული და პერიარტიკულარული გამოყენება.

ძაღლი და კატა: ინტრავენური, კუნთში და კანქვეშ გამოყენება.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა და ღორი:  ინტრავენური და კუნთში გამოყენება

რეკომენდირებულია ქვემოთ მოცემული დოზები, თუმცა გამოსაყენებული  დოზა უნდა დადგინდეს ნიშნების სიმძიმიდან და დროის ხანგრძლივობიდან გამომდინარე.

ცხოველის სახეობა

 

დოზა

 

ცხენი, მსხვ.რქ.პირუტყვი, თხა, ღორი 0,06 მგ დექსამეტაზონი კგ ც.წ.

(პრეპარატის 1,5 მლ 50 კგ ც.წ.)

ძაღლი, კატა

 

0,1 მგ დექსამეტაზონი კგ ც.წ.

(პრეპარატის 0,5 მლ 10 კგ ც.წ.)

პირველადი კეტოზის სამკურნალოდ: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დოზა 0,02-0,04 მგ დექსამეტაზონი კგ/ც.წ. (მსხვილფეხა რქოსან პირუტყვი: პრეპარატის 5-10 მლ  500 კგ/ც.წ. -ზე; თხაში: 0,65-1,3 მლ 65კგ/ც.წ.-ზე) ერთჯერადი შეყვანით კუნთში.

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მოგების დაჩქარებისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნაყოფის ზედმეტი ზომა და სარძევე ჯირკვლის შეშუპება, ვიყენებთ    ერთჯერად ინექციას კუნთში – 0,04 მგ დექსამეტაზონი კგ/ც.წ. (რაც შეესაბამება 10 მლ-ს ძროხისთვის, რომელიც იწონის 500კგ-ს) მაკეობის 260-ე დღის შემდეგ.  მოგება ჩვეულებრივ მიმდინარეობს 48-72 საათის განმავლობაში.

ართრიტის, ბურსიტის და ტენდოსინოვიტის სამკურნალოდ,  ინტრაარტიკულარული ან პერიარტიკულარული ინექცია ცხენში, დოზა 1-5 მლ, ინექციებს სახსრებში ან სახსრის ჩანთაში უნდა უსწრებდეს სინოვიალური სითხის ექვივალენტური მოცულობის ამოღება. მკაცრი ასეპტიკა მნიშვნელოვანია.

ლოდინის პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და თხა: ხორცი-8 დღე; რძე – 72 საათი.

ღორი: ხორცი- 2 დღე კუნთში შეყვანიდან; 6 დღე ვენაში შეყვანიდან.

ცხენი : ხორცი-8 დღე.

არ არის დაშვებული ცხენებში გამოყენება,  რომლებიც იძლევიან რძეს და მას მოიხმარენ ადამიანები.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ფლაკონი გარეთა მუყაოს ყუთში სინათლისგან დაცვის მიზნით.

შენახვის  ვადა: 2 წელი

ფლაკონის პირველი გახსნიდან: 28 დღე

გამოშვების ფორმა:  50 მლ და 100 მლ