ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პროკაინ-ბენზილპენიცილინის მონოჰიდრატი – 100 მგ
ნეომიცინის სულფატი – 102 000 მე
დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი – 9125 მე
ნატრიუმის ნოვობიოცინი – 100 მგ
პრედნიზოლონი – 10 მგ.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება: მწვავე და ქრონიკული მასტიტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ეფექტურია მასტიტების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნოვობიოცინზე, პენიცილინზე, დიჰიდროსტრეპტომიცინზე და ნეომიცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
მიღების წესი და დოზირება:
- ცურის ერთი დვრილისათვის გამოიყენება ერთი აპლიკატორის (შპრიცის) შიგთავსი (10 მლ).
- ცური მთლიანად უნდა დაიცალოს რძისაგან (გამოიწველოს) და სათანადოდ გასუფთავდეს ჩამობანით ან თანდართული ხელსახოცით და დეზინფიცირდეს.
- დვრილის თავების დეზინფიცირების შემდეგ აპლიკატორის წვერი შეჰყავთ ცურის დვრილის სადინარში. დგუშზე დაწოლით აპლიკატორის შიგთავსი შეჰყავთ ცურში. მასაჟით პრეპარატი კარგად ნაწილდება ცურში.
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა განმეორდეს 24–48 საათის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის განმეორებითი შეყვანის დროს შესაძლოა ცალკეულ ინდივიდებში გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ნერწყვდენა, ქოშინი, თავის კანის და შორისის შეშუპება).
უკუჩვენებები: პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
გაფრთხილებები: დაიცავით პრეპარატის კონტაქტი კანსა და ლორწოვან გარსებთან. მიზანშეწონილია მუშაობისას გამოყენებული იქნეს დამცავი ხელთათმანები.
ლოდინის პერიოდი: ხორცი 7 დღე, რძე – 72 საათის (6 წველა).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, 50C–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 18 თვე.
შეფუთვის ფორმა: სპეციალური აპლიკატორები (შპრიცები) ყუთში.

