დეტალური აღწერა

LH ცეფი 5%

ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის ინექცია 5%

შემადგენლობა (ყოველი მლ – ის შემთხვევაში):

ცეფტიოფური – 50 მგ

დამხმარე კომპონენტები – 1 მლ

ჩვენებები:

ცეფტიოფურის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:

ღორებში:

Pasteurella multocida, Actinobacillus pleuropneumoniae და Streptocaccus suis-თან დაკავშირებული ბაქტერიული რესპირატორული დაავადებების მკურნალობა;

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში:

Mannheimia haemolytica, Pasteurella multocida და Histophilus somni-თან დაკავშირებული ბაქტერიული რესპირატორული დაავადებების მკურნალობა.

მკურნალობისათვის მწვავე ინტერდიგიტალური ნეკრობაცილოზისა (პანარიტიუმი, ნეკრობაქტერიოზი), რომელიც გამოწვეულია Fusobacterium necraphorum-ით და Bacteroides melaninogenicus-ით (Porphyromonas asaccharalytica).

მკურნალობისათვის მშობიარობის შემდგომი მწვავე (პუერპერალური) მეტრიტის ბაქტერიული კომპონენტისა მშობიარობიდან 10 დღის განმავლობაში, რაც გამოწვეულია ცეფტიოფურის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ით, Arcanobacterium pyogenes-ითა და Fusobacterium necrophorum-ით.

ჩვენება შემოიფარგლება მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდება.

გამოყენების წესი და დოზირება:

ღორებში:

3 მგ ცეფტიოფური/კგ სხეულის მასაზე/დღეში, 3 დღის განმავლობაში, ინტრამუსკულარული გზით, ანუ 0,6მლ / 10კგ სხეულის მასაზე ყოველი ინქეციისას.

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში:

რესპირატორული დაავადების დროს – 3 – 5 დღის განმავლობაში, კანქვეშა ინექციის გზით 1 მლ/50 კგ სხეულის მასაზე ყოველი ინქეციისას;

მწვავე ინტერდიგიტალური ნეკრობაცილოზის დროს – 3 დღის განმავლობაში, კანქვეშა ინექციის გზით 1 მლ/50 კგ სხეულის მასაზე ყოველი ინქეციისას;

მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტის დროს მშობიარობიდან 10 დღის განმავლობაში: 5 თანმიმდევრული დღის განმავლობაში კანქვეშა ინექციის გზით-1 მლ/50 კგ სხეულის მასაზე ყოველი ინქეციისას;

ზოგიერთ შემთხვებაში, მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტის განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დამხმარე თერაპია.

ღორებში ერთი ინტრამუსკულური ინექციის გზით შეყვანილი უნდა იქნეს არაუმეტეს 5 მლ ნებისმიერ ადგილას ან 7 მლ – ერთი კანქვეშა ინექციის გზით ნებისმიერ ადგილას მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში; მომდევნო ინექციები უნდა გაკეთდეს სხვადასხვა ადგილას.

გვერდითი მოვლენები:

  1. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა გამოხატული რეაქციებით (რომლებიც არ უკავშირდება დოზირებას) ან ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის რეაქციები, ანაფილაქსია). ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს;
  2. ღორების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილზე მსუბუქი რეაქციები, როგორებიცაა ფასციის ან ცხიმის გაუფერულება (დაფიქსირდა ძალიან იშვიათად ზოგიერთ ცხოველში ინექციიდან 20 დღის განმავლობაში);
  3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, ინექციის ადგილზე ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ანთებითი რეაქციები, როგორებიცაა ქსოვილის შეშუპება და კანქვეშა ქსოვილის და/ან კუნთის ფასციალური ზედაპირის გაუფერულება. ცხოველთა უმეტესობაში კლინიკური რეგრესია მიიღწევა ინექციიდან 10 დღის განმავლობაში, თუმცა ქსოვილის უმნიშვნელო გაუფერულება შეიძლება გაგრძელდეს 28 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში.

 

უკუჩვენებები:

 

  1. არ გამოიყენება ცეფტიოფურისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
  2. არ გამოიყენება ცეფტიოფურის ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ დადგენილი რეზისტენტობის შემთხვევაში,
  3. პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად;
  4. არ გამოიყენება ფრინველებში (კვერცხმდებლების ჩათვლით), ადამიანებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების რისკის გამო.

ლოდინის პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – ხორცი და სუბპროდუქტები -6 დღე;

რძე – 0 დღე;

ღორები – ხორცი და სუბპროდუქტები – 6 დღე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე სინათლისგან დაცულ ადგილზე;

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:

24 თვე.