ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო, მექანიკური მინარევების გარეშე წყლიანი ხსნარი მსუბუქი სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ლევამიზოლის ჰიდროქლორიდს – 75 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნ-ბუტანოლი, ლიმონმჟავა (ციტრატის) უწყლო ტრილონი ბ, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლევამიზოლი ეფექტურია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა და თხების კუჭ-ნაწლავური ნემატოდების მატლებისა და სქესობრივად მოწიფული ფორმების (Haemonchus spp., Ostertagia spp., Cooperia spp., Trichostrongylus spp., Nematodirus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp.), ფილტვის ნემატოდების (Dictyocaulus spp.), ღორების ფილტვის და კუჭ-ნაწლავის ნემატოდების (Ascaris suum, Strongyloides ransomi, Metastrongylus spp., Oesophagostomum spp.), ძაღლის კუჭ-ნაწლავის ნემატოდების (Toxascaris spp., Toxocara spp., Ancylostoma spp., Uncinaria spp.), ფრინველის ნემატოდების (Ascaridis galli, Heterakis gallinarium, Capillaria spp., Singamus trachea) წინააღმდეგ.
გამოყენება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრების, თხების, ღორების მკურნალობა ისეთო დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვრებსა და თხებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით (მოწიფული და მატლის ფორმები): Haemonchus spp., Ostertagia spp., Cooperia spp., Trichostrongylus spp., Nematodirus spp., Bunostomum spp., Oesophagostomum spp.; და ფილტვის ნემატოდები: Dictyocaulus spp.;
ღორებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით: Ascaris suum, Strongyloides ransomi, Oesophagostomum spp.; ფილტვის ნემატოდებით: Metastrongylus spp
დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში, ერთჯერადად დოზით:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 1 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. მაქსიმალური დოზა – 30 მლ 300 კგ-ზე მეტი წონის ცხოველზე.
ცხვრები, თხები – 1 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. მაქსიმალური დოზა – 5 მლ 65 კგ-ზე მეტი წონის ცხოველზე.
ღორები- 1 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე. 150 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ცხოველებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მლ ყოველ 50 კგ-ზე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 7 დღის შემდეგ. საკვებში რძის გამოყენება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 10, 20, 50, 100 და 200 მლ შუშის ფლაკონები, დახურული ალუმინით შემოკრული რეზინის საცობით.
შენახვა: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 5◦C-25◦C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი დამზადების დღიდან.

