დეტალური აღწერა

ცეფალექსინა

შემადგენლობა:

თითოეული 100 მლ შეიცავს:

ცეფალექსინს………………………………..20.00 გ

ჩვენება:

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ინიშნება ცეფალექსინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული სპეციფიკური და არასპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ და კონტროლისთვის.

გამოყენებისთვის მზა სუსპენზია. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ცხვრებისთვის, ღორებისთვის, ძაღლებისთვის და კატებისთვის.

ცეფალექსინი მიეკუთვნება პირველი რიგის ცეფალოსპორინების ჯგუფს, აქტიურია სხვადასხვა გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, ის საკმარისად მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზას მოქმედების მიმართ და რეზისტენტულია სტაფილოკოკური პენიცილინაზას მოქმედების მიმართ, შესაბამისად აქტიურია S. aureus-ის წინააღმდეგ.

მოქმედების სპექტრი:

Staphylococcus spp. (მათ შორის პენიცილინ-რეზისტენტული), Streptococcus spp., Corynebacterium spp., Pasteurella spp., Escherichia coli, Proteus mirabilis, Proteus spp., Micrococcus spp., Klebsiella pneumoniae, Moraxella spp., Actinobacillus lignieresi, Actinomyces bovis, Haemophilus spp., Erysipelothrix rhusiopathiae, Clostridium spp., Salmonella spp, Fusobacterium spp., Bordetella, Coliforms, Pseudomonas, Leptospira, anaerobic bacteria.

ცეფალექსინის მიმართ რეზისტენტულია: ბაქტეროიდები, რომლებიც ახდენენ ბეტა-ლაქტამაზას პროდუცირებას, მაგალითად B. fragilis.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: პნევმონია, პიეტინი, მეტრიტი, აბსცესები, სეპტიცემიური მასტიტი და ა.შ.

ცხვრები: პნევმონია, პიეტინი, მეტრიტი და ა.შ.

ღორები: პნევმონია, პოდოდერმატიტი, მეტრიტი, კანის ინფექციები და ა.შ.

ძაღლები და კატები: S.aureus-ით, E. coli-ით, K. pneumoniae-ით, P. mirobilis-ით გამოწვეული ინფექციები.

გამოყენებს წესი და დოზირება:

შეანჯღრიეთ გამოყენებამდე. პრეპარატი შეიყვანება კუნთში ან კანქვეშ.

არ შეიყვანოთ ინტრავენურად. შეყვანის შემდეგ საჭიროა ინექციის ადგილის მასაჟი.

შეიყვანეთ მხოლოდ სრულად მშრალი შპრიცებით და ნემსებით. 10 მლ-ზე მაღალი დოზის შემთხვევაში მისი შეყვანა რეკომენდებულია ორ სხვადასხვა საინექციო ადგილზე.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: რეკომენდებული დღიური დოზა: 1 მლ  სხეულის მასის ყოველ 28 კგ-ზე.

ცხვრები: რეკომენდებული დღიური დოზა: 1 მლ სხეულის მასის ყოველ 20 კგ-ზე.

ღორები: რეკომენდებული დღიური დოზა:  1 მლ სხეულის მასის ყოველ 20 კგ-ზე.

ძაღლები: რეკომენდებული დღიური დოზა: 1 მლ სხეულის მასის ყოველ 20 კგ-ზე.

კატები: რეკომენდებული დღიური დოზა: 1 მლ სხეულის მასის ყოველ 20 კგ-ზე

სიმპტომების განვითარებისა და პროფესიული კრიტერიუმების მიხედვით ამ დოზის განმეორება შეიძლება ერთხელ დღე-ღამეში ზედიზედ არაუმეტეს ხუთი დღის განმავლობაში. მწვავე ინფექციების დროს დოზის გაზრდა ან უფრო ხშირად განმეორება შეიძლება მოქმედი სპეციალისტის მითითების შესაბამისად.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ცეფალექსინის მიმართ.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა: ძირითადად გამოიყოფა შარდში და შეიძლება იწვევდეს მის დაგროვებას.

რეკომენდებული არ არის ცეფალექსინის გამოყენება ბაქტერიოსტატული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, რადგან შესაძლებელია ურთიერთქმედება ცეფალექსინის ბაქტერიციდულ მოქმედებასთან.

მოცემული პრეპარატი არ შეურიოთ სხვა პარენტერალურ ხსნარებში.

მოცემულ პრეპარატთან მუშაობა დაუშვებელია პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფალექსინის მიმართ.

ლოდინის პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხორცი:4დღე ,რძე:0 დღე.

ცხვრები და ღორები: ხორცი:10დღე

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშებისთვის და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.