ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კელაცილი 100 მგ/მლ
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
მარბოფლოქსაცინი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმის ედეტატი 0.10 მგ
მონოთიოგლიცერინი 1 მგ
მეტაკრეზოლი 2 მგ
ყვითელი მომწვანოდან მოყვითალო მოყავისფრომდე, გამჭვირვალე ხსნარი.
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები (ნეზვები)
ჩვენებები
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში:
- მარბოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Histophilus somni, Mannheimia haemolytica, Mycoplasma bovis, Pasteurella multocida-ს შტამებით გამოწვეული რესპირატორული ინფექციების მკურნალობა.
- მარბოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული მწვავე მასტიტის მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში.
ღორებში:
- მშობიარობის შემდგომი აგალაქტიის სინდრომის – PDS0
გამოყენების წესი და დოზირება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ინტრამუსკულარული, კანქვეშა ან ინტრავენური გზით.
ღორები: ინტრამუსკულარული გზით.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი-რესპირატორული ინფექციები:
რეკომენდებული დოზა არის 2 მლ ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი/25 კგ სხეულის წონაზე ერთჯერადი ინექციით ინტრამუსკულარული გზით. თუ საინექციო მოცულობა 20 მლ-ს აღემატება, ის უნდა გადანაწილდეს ორ ან მეტ ინექციის ადგილს შორის.
Mycoplasma bovis-ით გამოწვეული რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა არის 1 მლ სამედიცინო პროდუქტი/50 კგ სხეულის წონაზე, დღეში ერთხელ ინექცია 3-5 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, ინტრამუსკულარული ან კანქვეშა გზით. პირველი ინექცია შეიძლება გაკეთდეს ინტრავენური გზით.
მწვავე მასტიტი: ინტრამუსკულარული ან კანქვეშა გზით გამოყენება.
რეკომენდებული დოზა არის 1 მლ ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი/50 კგ სხეულის წონაზე ერთჯერადი დღიური ინექციის სახით, 3 თანმიმდევრული დღის განმავლობაში. პირველი ინექცია ასევე შეიძლება გაკეთდეს ინტრავენური გზით.
ღორები (ნეზვები): ინტრამუსკულარული გზით გამოყენება:
რეკომენდებული დოზა არის 1 მლ ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი/50 კგ სხეულის წონაზე ერთჯერადი დღიური ინექციით, 3 თანმიმდევრული დღის განმავლობაში.
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ღორებში ინექციისთვის სასურველ ადგილს წარმოადგენს კისრის არე.
გვერდითი რეაქციები:
გარდამავალი ანთებითი დაზიანებები შეიძლება აღინიშნოს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინექციის ადგილზე, კლინიკური ზემოქმედების გარეშე, პრეპარატის ინტრამუსკულარული ან კანქვეშა გზით შეყვანისას.
პრეპარატის ინტრამუსკულარული გზით შეყვანამ შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს გარდამავალი ხასიათის ლოკალური რეაქციები, როგორიცაა ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილზე, ასევე ანთებითი დაზიანებები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს ინექციიდან სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.
თუმცა, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პრეპარატის კანქვეშა გზით შეყვანა უკეთესად იქნა გადატანილი ადგილობრივად, ინტრამუსკულარული გზით შეყვანასთან შედარებით. ამიტომ კანქვეშა გზით შეყვანა რეკომენდებულია მძიმე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში.
ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
| ჩვენება | რესპირატორული | მასტიტი | |
| დოზირება | 2 მგ/კგ 3-5 დღე (ივ/იმ/კანქვეშ) | 8 მგ/კგ ცალკეულ შემთხვევაში (იმ) | 2 მგ/კგ 3 დღე (ივ/იმ/კანქვეშ) |
| ხორცი და სუბპროდუქტები | 6 დღე | 3 დღე | 6 დღე |
| რძე | 36 საათი | 72 საათი | 36 საათი |
ღორები:
ხორცი და სუბპროდუქტები: 4 დღე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: არ გამოიყენოთ ეს სამედიცნო პროდუქტი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისობის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.
შეფუთვა:
100 მლ-იანი 1 ფლაკონის შემცველი მუყაოს კოლოფი.
250 მლ-იანი 1 ფლაკონის შემცველი მუყაოს კოლოფი.

