დეტალური აღწერა

ჰიმოქსინი 50%

შემადგენლობა: 1 კგ-ში
აქტიური ნივთიერება:
ამოქსიცილინის ჰიდრატი    500 გ

ჩვენება:
ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში:
Staphylococcus spp., Streptococcus spp., Pasturella spp., E.coli, Haemophilus spp., Actinobacillus pleuropneumoniae

სამიზნე ცხოველები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (5 თვემდე): პნევმონია, დიარეა გამოწვეული E.coli-ით
გოჭები: პნევმონია, დიარეა გამოწვეული E.coli-ით
შინაური ფრინველი: კოლიბაცილოზი

დოზირება და მიღების მეთოდი
პრეპარატის შემდეგი დოზა უნდა შეერიოს საკვებში ან სასმელ წყალში და მიღებულ იქნას პერორალურად 1-2-ჯერ დღეში (არ შეიძლება ზედიზედ 5 დღეზე მეტხანს გამოყენება):

სამიზნე ცხოველები დღიური დოზა სხეულის მასის მიხედვით დღიური დოზა ამოქსიცილინის სახით სხეულის მასის მიხედვით
მსხვილფეხა რქოსნი პირუტყვი (5 თვემდე) პნევმონია: 6-20 მგ

E.Coli დიარეა: 10-20 მგ

პნევმონია: 3-10 მგ

E.Coli დიარეა: 5-10 მგ

გოჭები 6-20 მგ 3-10 მგ
შინაური ფრინველი (კვერცხისმდებელი ქათმების გარდა) 20-100 მგ 10-50 მგ

ლოდინის პერიოდი
მსხვილფეხა რქოსნი პირუტყვი: 10 დღე (არ გამოიყენება მეწველ ძროხებში)
ღორები: 5 დღე
შინაური ფრინველი: 5 დღე (არ გამოიყენება კვერცხის დების დაწყებამდე 2 კვირის განმავლობაში)

შენახვის წესი და ვარგისობის ვადა
შენახვა: შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას
ვარგისობის ვადა: წარმოების თარიღიდან 24 თვე