ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა
სფერული კაფსულის მაგვარი ფორმის აბები, ნაზოლით, ღია ყვითლიდან ყვითელ შეფერილობამდე. აბების ზედაპირებზე დაშვებულია ჩანაწინწკლები.
შემადგენლობა
1 აბი (პრეპარატის 10 გ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
ნეომიცინის სულფატი – 350 000 ერთეული
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი – 500 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: პოლიეთილენოქსიდი 4000, პოლიეთილენგლიკოლი 115, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ATC vet საკლასიფიკაციო კოდია – QG51AG, საშვილოსნოსშიდა მოხმარების ანტიმიკრობული და/ან ანტისეპტიკური კომბინაციები (QG51AG06, ოქსატეტრაციკლინი და ნეომიცინი)
სისტემური მოხმარების ანტიბაქტერიული ვეტერინარული პრეპარატები. QJ01CA04 – ამოქსიცილინი.
ჯინოსტარი არის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედების ფართო სპექტრის მქონე კომპლექსური პრეპარატი.
ნეომიცინი ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკია, რომელიც ბაქტერიოციდულად მოქმედებს აერობულ ბაქტერიებზე, ეფექტურია გრამდადებითი და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიების (E. coli, Salmonella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Shigella spp., Enterobacter spp., Staphylococcus spp.) და კოკების მიმართ. ნეომიცინი ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას რიბოსომებში ცილის სინთეზის დამუხრუჭების გზით.
ოქსიტეტრაციკლინი ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკია, მისი მოქმედების მექანიზმი რიბოსომებთან ურთიერთობისას ცილის სინთეზის მოშლაში, ასევე მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ციტოპლაზმატური მემბრანების შეღწევადობის შემცირებაში მდგომარეობს. პრეპარატს აქვს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, სახელდობრ: Streptococcus spp., Clostridium spp., Corynebacterium spp., Brucella spp., Haemophilus spp., E. coli, Pasteurella spp., Klebsiella spp., Fusobacterium spp., Salmonella spp., ასევე უმარტივესების (Protozoa), მიკოპლაზმების (Mycoplasma spp.), რიკეტსიებისა (Rickettsia spp.) და ქლამიდიების (Chlamydia) საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი.
გამოყენება
ძროხებისა და ღორის მშობიარობისშემდგომი საშვილოსნოსშიდა ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
დოზირება
პრეპარატი შეაქვთ საშვილოსნოში შემდეგი დოზებით:
მკურნალობისთვის (გარე სასქესო ორგანოებისა და კუდის ძირის სანიტარული დამუშავების შემდეგ): ძროხები – 1-3 აბი ერთ ცხოველზე ყოველ 48 საათში ერთხელ; ნეზვები – 1-2 აბი ყოველ 48 საათში ერთხელ. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას პრეპარატი შეაქვთ 24 საათის ინტერვალით. პრეპარატს იყენებენ ცხოველის საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ შეყვანის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს. მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისთვის მშობიარობიდან 2-4 საათში ძროხებში შეჰყავთ 1 აბი; ნეზვებში – ½ აბი. აუცილებლობის შემთხვევაში პროფილაქტიკური შეყვანის გამეორება შესაძლებელია 48 საათში იმავე დოზით.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ცხოველებისთვის, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა აქვს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დაყოვნების პერიოდი:
სახორცედ ცხოველთა დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 6 დღის შემდეგ, ადამიანის საკვებად რძის მოხმარება კი – 4 დღის შემდეგ. ვეტერინარული მედიცინის ექიმის დასკვნიდან გამომდინარე, აღნიშნულ ვადამდე მიღებულ ხორცსა და რძეს უნდა ჩაუტარდეს უტილიზაცია ან ისინი საკვებად უნდა მიეცეს არაპროდუქტიულ ცხოველებს
გამოშვების ფორმა
თითო აბი პოლიმერული აფსკის პაკეტში.
შენახვა
მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

