ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ჭირის დიაგნოზის დასასმელი სწრაფი ტესტი

(Canine Distemper Virus Antigen Rapid Test)

ანალიზისთვის საჭიროა ლორწოვანი გარსიდან (ცხვირი,თვალი,ანუსი) აღებული მასალა, ასევე შესაძლებელია ვენური სისხლისგან მიღებული შრატით.

ტესტის დრო:  5-10 წუთი

რეაგენტები და მასალები

  • ტესტის მოწყობილობა ერთჯერად პიპეტებთან ერთად
  • ტესტის ბუფერი
  • ბამბის ტამპონები
  • ტესტის სახელმძღვანელო

შენახვა და მდგრადობა

კომპლექტის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე (4-30°C). ტესტის კომპლექტი მდგრადია ვადის გასვლის თარიღის ჩათვლით (24 თვე), რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე. ნუ გაყინავთ. ნუ შეინახავთ ტესტის კომპლექტს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ.

ტესტის პროცედურა

  • შეაგროვეთ ძაღლის თვალის, ცხვირის ან ანალური ხვრელის სეკრეტი ბამბის ტამპონით, ტამპონი უნდა იყოს საკმარისად სველი.
  • მოათავსეთ ტამპონი მოწოდებულ ტესტის ბუფერის სინჯარაში. შეანჟღრიეთ ისე  რომ მიიღოთ ნიმუშის ეფექტური ექსტრაქცია.
  • შრატის ან პლაზმის ნიმუშის შემთხვევაში, მოათავსეთ ნიმუშის 3 წვეთი ტესტის ბუფერის სინჯარაში. შეურიეთ ისინი კარგად რომ გამოიყენოთ ანალიზისთვის.
  • ამოიღეთ ტესტის მოწყობილობა  ფოლგის ჩანთიდან და მოათავსეთ ის ჰორიზონტალურად.
  • ტესტის ბუფერის სინჯარიდან გამოწურეთ ნიმუშის ექსტრაქცია და მოათავსეთ 3 წვეთი ტესტის მოწყობილობის ნიმუშის ხვრელში “S”.
  • წაიკითხეთ შედეგი  5-10 წუთში. 10 წუთის შემდეგ შედეგები მიიჩნევა არავალიდურად.

შედეგების განმარტება

  • დადებითი (+): ორივე, “C” ხაზის და ზონის “T” ხაზის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა T ხაზი მკაფიოა თუ არამკაფიო.
  • უარყოფითი (-): მხოლოდ ნათელი (მკაფიო) C ხაზი მოჩანს. T ხაზი არ ჩანს.
  • არავალიდური: ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში. არ აქვს მნიშვნელობა, მოჩანს თუ არა T ხაზი.

უსაფრთხოების ზომები

  • ყველა რეაგენტი უნდა იყოს გამთბარი ოთახის ტემპერატურაზე ანალიზის დაწყებამდე.
  • ნუ ამოიღებთ ტესტის კასეტას ჩანთიდან თუ არ იყენებთ მას მაშინვე.
  • ნუ გამოიყენებთ ტესტს მისი ვადის გასვლის შემდეგ.
  • აღნიშნული კომპლექტის კომპონენტები შემოწმებულია ხარისხის კონტროლზე როგორც სტანდარტული სერიის ნაწილი. ნუ შეურევთ სხვადასხვა პარტიის ნომრების მქონე კომპონენტებს
  • ყველა ნიმუში პოტენციური ინეფქციის წყაროა. მათთან ურთიერთობა და მართვა უნდა მოხდეს ქვეყნის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით.

შეზღუდვა

ძაღლის ჭირის ვირუსის ანტიგენის სწრაფი ტესტი არის ინ ვიტრო მხოლოდ ვეტერინალური დიაგნოსტირებისთვის . ყველა შედეგი უნდა იქნას განხილული ვეტერინარინართან, რეკომენდირებულია შემდგომი კონფირმაციული მეთოდის გამოყენება, როგორიცაა; RT-PCR, როდესაც დადებითი შედეგი მიიღება.