დეტალური აღწერა

ცეფტიომაქსი 50 მგ/მლ
საინექციო სუსპენზია

შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
აქტიურ სუბსტანციას:  ცეფტიოფურს (ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის სახით)……50 მგ
თეთრიდან მოთეთრო კრემისფერი ზეთოვანი სუსპენზია. 

სამიზნე სახეობები: ღორი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ჩვენებები: ღორი: Pasteurella multocida, Actinobacillus pleuropneumoniae და Streptococcus suis-ით გამოწვეული ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიული რესპირატორული დაავადებების მკურნალობა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: Mannheimia haemolytica (თავდაპირველი ფორმა Pasteurella haemolytica), Pasteurella multocida და Histophilus somni-ით (თავდაპირველი ფორმა Haemophilus somnus) გამოწვეული ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. Fusobacterium necrophorum და Bacteroides melaninogenicus-ით (Porphyromonas asaccharolytica) გამოწვეული ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის მიმართ მგრძნობიარე ჩლიქთაშორისი მწვავე ნეკრობაცილოზის (პანარიციუმი, ჩლიქების დაჩირქება) სამკურნალოდ.  Escherichia coli, Arcanobacterium pyogenes და Fusobacterium necrophorum-ით გამოწვეული ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის მიმართ მგრძნობიარე, მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტის ბაქტერიული კომპონენტის სამკურნალოდ მშობიარობიდან 10 დღის განმავლობაში.

გამოყენების წესი და დოზირება:
ღორი: 1 მლ ვეტერინარული პრეპარატი/სხეულის მასის 16 კგ-ზე დღე-ღამეში.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
რესპირატორული დაავადების მკურნალობა: 1 მლ ვეტერინარული პრეპარატი/სხეულის მასის 50 კგ-ზე დღე-ღამეში.
ჩლიქთაშორისი მწვავე ნეკრობაცილოზის მკურნალობა: 1 მლ ვეტერინარული პრეპარატი/სხეულის მასის 50 კგ-ზე დღე-ღამეში.
მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტი მშობიარობიდან 10 დღის განმავლოაში: 1 მლ ვეტერინარული პრეპარატი/სხეულის მასის 50 კგ-ზე დღე-ღამეში 5 თანმიმდევრული დღე, კანქვეშა ინექციის სახით.
შემდგომი ინექციები შეიყვანება სხვადასხვა ადგილებზე. მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტის დროს ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა.
გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ ერთი წუთის განმავლობაში ან პროდუქტის სათანადო სუსპენზიის ფორმის მიღებამდე. სწორი დოზის დასადგენად სხეულის მასა უნდა განისაზღვროს რაც შეიძლება ზუსტად იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დოზის უკმარისობა. 100 მლ ფლაკონების გახვრეტა შეიძლება არაუმეტეს 20-ჯერ. 250 მლ ფლაკონების გახვრეტა შეიძლება არაუმეტეს 50-ჯერ.   

გვერდითი რეაქციები: ღორებში ზოგ შემთხვევაში ინექციიდან 20 დღის განმავლობაში აღინიშნა ისეთი მსუბუქი რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა ფასციის ან ცხიმის ფერის შეცვლა. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ინექციის ადგილზე შეიძლება აღინიშნოს სუსტი ანთებითი რეაქციები, როგორიცაა ქსოვილების შეშუპება და კანქვეშა ქსოვილის ან/და კუნთების ფასციალური ზედაპირის ფერის შეცვლა. უმრავლეს შემთხვევაში კლინიკური გამოვლინებები ქრება ინექციიდან მე-10 დღისთვის, თუმცა ქსოვილების ფერის უმნიშვნელო ცვლილება შეიძლება შენარჩუნდეს 28 დღის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც არ არის დამოკიდებული დოზაზე. იშვითად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის რეაქციები, ანაფილაქსია). 

უკუჩვენება: არ შეიყვანოთ ინტრავენურად. ადამიანებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების რისკის არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენოთ შინაურ ფრინველებში (მათ შორის კვერცხმდებლებში).
გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში: ლაბორატორიულ სახეობებზე ჩატარებული კვლევებით არ არის მიღებული ტერატოგენული, ფეტოტოქსიკური ან დედისთვის ტოქსიკური მოქმედების, ან მუცლის მოშლის რაიმე მტკიცებულება. 

ლოდინის პერიოდი: ღორი: ხორცი და სუბპროდუქტები: 5 დღე. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხორცი და სუბპროდუქტები: 8 დღე. რძე: ნული დღე.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. არ შეინახოთ 25˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ. კონტეინერი შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. შენახვის ვადა კონტეინერის პირველად გახვრეტის შემდეგ: 28 დღე. 

შეფუთვა:
კოლოფი 100 მლ-იანი 1 გამჭვირვალე მინის ფლაკონით.
კოლოფი 250 მლ-იანი 1 გამჭვირვალე მინის ფლაკონით.