ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
ყველა ცხოველი | ძაღლი | კატა | ცხენი | ღორი
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს: პოლიპრენოლების ფოსფატის დინატრიუმის მარილს – 4 მგ; გლიცერინს – 0,03; ეთანოლს – 0,029 მლ; პოლისორბიტ 80 – 0,0025 მლ; საინექციო წყალს – 1 მლმდე.
ჩვენება: გამოიყენება ძაღლის, კატის, ღორის, ფრინველის (ქათმის), ცხენის, წაულის
- ორთომიქსოვირუსების
- ტოგავირუსების
- ჰერპესის ვირუსების
- კორონავირუსების და ზოგიერთი სხვა ვირუსების საწინააღმდეგოდ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ფოსპრენილი მიეკუთნება ანტივირუსულ პრეპარატებს, იმუნომოდულირების თვისებებით.
- ახდენს ბუნებრივი რეზისტენტობის სისტემის (სისხლის შრატის ბაქტერიციდული აქტივობა და ფაგოციტოზი) აქტივაციას.
- აძლიერებს ვაქცინებზე ჰუმორალურ იმუნურ პასუხს.
- ზრდის ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობას.
- ამცირებს დაავადებების შემთხვევებს.
- ახდენს უჯრედებში მეტაბოლური პროცესების აქტივაციას.
- ზრდის წონის მატებას საკვების შემცირების შემთხვევაშიც.
- პარენტერალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი ხვდება ცხოველის სისხლში, გროვდება უპირატესად ღვიძლის, ელენთის და რეპროდუქციული ორგანოების ქსოვილებში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 0,5–3 საათში და თერაპიული დონე გრძელდება 10–16 საათი.
- ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ფეკალთან და შარდთან ერთად.
გამოყენების წესი და დოზები:
- პრეპარატი შეჰყავთ კუნთში, კანქვეშ, ვენაში ან პერორალურად.
- პრეპარატი ეფექტურია, თუ მკურნალობას დავიწყებთ დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან რაც შეიძლება სწრაფად.
- პრეპარატით მკურნალობა ასევე ეფექტურია, თუ მოხდება შეთავაზება სიმპტომატური და პათოგენური თერაპიის საშუალებებთან, განსაკუთრებით ინფექციის მძიმე და გართულებული ფორმების დროს.
- დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის დოზის ორჯერ გაზრდა.
- მკურნალობა უნდა შეწყდეს დაავადების ძირითადი სიმპტომების გაქრობიდან 2–3 დღეში.
- აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.
- პატარა ზომის შინაური ცხოველების ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ფოსპრენილი ინიშნება 5–7 დღის განმავლობაში ცხრილ 1ში მითითებულ დოზებში (მლ/კგ).
| დოზა | ცხოველი | |||
| ლეკვი | ძაღლი | კნუტი | კატა | |
| ერთჯერადი
დღიური |
0,3
0,9–1,2 |
0,2
0,6–0,8 |
0,2
0.9–1,2 |
0,2
0,6–0,8 |
- დიდი მოცულობის დღიური დოზის შემთხვევაში პრეპარატი შეიყვანება ან ორსამ ადგილას, ან დღის განმავლობაში სამიოთხჯერ შეყვანის გზით ან ინტრავენურად ნახევარი დოზის ოდენობით.
- ხორცისმჭამელთა ჭირის დროს ძაღლებში რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას სულ მცირე 14 დღე დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგაც კი.
- აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეიძლება გაზრდილი იქნას 1 თვემდე.
დაავადების არასპეციფიკური პროფილაქტიკური და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ფოსპრენილი შეჰყავთ დოზით 0,05 მლ/ სხეულის მასის 1 კგზე, ცხრილ 2ში მითითებული სქემის მიხედვით.
| ცხოველი | ინფექციის წყარო | შეყვანის წესი | ინექციის რაოდენობა | |||||
| დღეები პროფილაქტიკის დაწყების შემდეგ | ||||||||
| 1 | 2 | 3 | 5 | 10 | 15 | |||
| ღორი | ნაწლავური | კუნთში, პერორალურად | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| ქათამი | რესპირატორული | აეროზოლის სახით* | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| ნაწლავური | პერორალური | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | |
| ცხენი | რესპირატორული | ინტრავენურად | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| ნაწლავური | ინტრავენურად | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | |
| წაულა | მეორადი ინფექციები ალეუტის დაავადების დროს | პერორალურად | ერთხელ 5–7 დღეში საწარმოო ციკლის განმავლობაში | |||||
– სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად 20 მლ ფოსპრენილის ხსნარს ხსნიან 1 ლ წყალში 10% გლიცერინთან ერთად და აფრქვევენ САГ და АПА ტიპის აეროზოლის გენერატორებით. ფრინველის სადგომის 1 მ3ზე 0,4 მლ სამუშაო ხსნარის გაანგარიშებით 15 წუთიანი ექსპოზიციით.
- დაავადების სიხშირის, სიკვდილიანობის ასარიდებლად წონაში მომატებისა და საკვებზე დანახარჯების შესამცირებლად ახალგაზრდა ცხოველებს (ღორი, ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი) და ფრინველებში (ქათმები) დაბადებიდან (გამოჩეკვიდან) პირველ თვეში ფოსპრენილი შეჰყავთ პროფილაქტიკური დოზით 0,05 მლ/კგ კუნთში ან პერორალურად.
ფრინველის შემთხვევაში წყალთან ერთად გამოჩეკვიდან მე2, მე5, მე10, მე14 და მე20 დღეს.
ბეწვიან ნადირს ფოსპრენილს აძლევენ საკვებთან ერთად 7 დღეში ერთხელ დაბადებიდან 1 თვის განმავლობაში, შემდეგ – 14 დღეში ერთხელ დაკვლამდე.
- ვაქცინაციაზე იმუნური პასუხის გაზრდისა და აცრის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ფოსპრენილი დოზით 0,05 მლ/კგ შეჰყავთ ვაქცინასთან ერთად სხვადასხვა შპრიცებით კუნთში ან პერორალურად ან ფრინველის შემთხვევაში წყალთან ერთად.
რევაქცინაციის დროს პრეპარატი არ გამოიყენება.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის
უკუჩვენებები: არ აღინიშნება..
ლოდინის პერიოდი: ხორცი, რძე და კვერცხი გამოიყენება შეუზღუდავად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 4–250Cზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის ფორმა:10 მლ და 50 მლ-იან შუშის ფლაკონებში.

