დეტალური აღწერა

ფლუმეგი

ფლუნიქსინის მეგლუმინი 5%

შემადგენლობა:

ფლუნიქსინის მეგლუმინი………………………………..50 მგ

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები და ძაღლები.

ჩვენება:

ცხენები: მდგომარეობის შემსუბუქება ძვალკუნთოვანი სისტემის ანთებითი ხასიათის დაზიანებების დროს: მიოზიტი, ოსტიტი, ართრიტი, ტენდინიტი, სინოვიტი და სხვა. კოლიკა: კოლიკის დაწყებისას განვითარებული ვისცერული ტკივილის შემსუბუქება.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დროს, სხვადასხვა ხარისხის ტკივილის ან/და ანთებითი მდგომარეობების შემთხვევაში, დიარეა, დაუძლურებული ძროხები, პარეზი და  სხვა.

ძაღლები: მდგომარეობის შემსუბუქება ძვალკუნთოვან სისტემის ანთებითი ხასიათის დაზიანებების დროს: მიოზიტი, ოსტიტი, ართრიტი, ტენდინიტი, სინოვიტი და სხვა. მწვავე ტკივილი მოიცავს ენდოტოქსიკურ შოკს, რომელიც გამოწვეულია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციური პროცესებით. მოცემული პრეპარატი ეფექტიანია ძაღლის პარვოვირუსის სამკურნალო დამხმარე საშუალების სახით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ცხენები: კოლიკებით გამოწვეული ვისცერული ტკივილის დროს რეკომენდებულია 0.22 მლ/სხეულის მასის 10 კგ-ზე,  ინტრავენურად.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ერთხელ ან ორჯერ.

ძვალკუნთოვანი ცვლილებებით გამოწვეული ანთება და ტკივილი: რეკომენდებულია 0.22 მლ/სხეულის მასის 10 კგ-ზე, კუნთში ან ინტრავენურად, ერთხელ დღე-ღამეში, არაუმეტეს 5 თანმიმდევრული დღის განმავლობაში.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ყველა ჩვენებით: 0.44 მლ/სხეულის მასის 10 კგ-ზე, თუ საჭიროა, გაიმეორეთ 24 საათიანი ინტერვალით, მაგრამ არაუმეტეს 5 დღე.

ძაღლები:  ძვალკუნთოვანი ცვლილებებით გამოწვეული ანთება და ტკივილი, ასევე ენდოტოქსიკური შოკის შემთხვევაში: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0.22 მლ/სხეულის მასის 10 კგ-ზე/დღე-ღამეში ან 0.40 მლ/სხეულის მასის 10 კგ-ზე/დღე-ღამეში; სიმპტომების ინტენსივობის ან მოქმედი სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით.

დოზის განმეორებით შეყვანა შეიძლება 3-5 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, იმავე ხანგრძლივობის შესვენების პერიოდების მონაცვლეობით, ინტრავენური ან ინტრამუსკულური მეთოდით.

სიფრთხილის ზომები:

არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას. არ შეურიოთ სხვა ნივთიერებებს ერთ შპრიცში.

ინტრამუსკულარულად შეყვანისას რეკომენდებულია დოზის განაწილება ორ საინექციო ადგილზე.

უკუჩვენება/გაფრთხილება:

გამოიყენება სპორტულ ცხენებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანებისთვის განკუთვნილ საკვებში.

პრეპარატი არ შეიყვანება ცხენებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ფლუნიქსინის მიმართ.

პრეპარატი არ შეიყვანება დოღის ცხენებში შეჯიბრებამდე რვა დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ შეიყვანება მაკე ცხოველებში.

პრეპარატი არ შეიყვანება მეწველ ძროხებში ლაქტაციის პერიოდში.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი:21 დღე

შენახვის პირობები: შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.