ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ფლორუმ 10%
ორალური ხსნარი
შემადგენლობა (ყოველი 1 მლ-ის შემთხვევაში):
ფლორფენიკოლი – 100 მგ
სამიზნე სახეობები:
ღორი, ქათამი.
ჩვენება:
- ღორებსა და ქათმებში (ბროილერი, სანაშენე და მომავალი მწარმოებელი ქათმები) ფლორფენიკოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების დიაგნოსტირება.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება სასმელ წყალთან ერთად.
- ღორების შემთხვევაში მიიღება 10 მგ ფლორფენიკოლი სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ან 10 მლ ხსნარი სხეულის წონის ყოველ 100 კგ-ზე 5 დღის განმავლობაში
- ბროილერის ჯიშის, სანაშენე და მომავალი მწარმოებელი ქათმების შემთხვევაში მიიღება 20 მგ ფლორფენიკოლი სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე (რაც ექვივალენტურია 100 მლ ხსნარისა / 100 ლ სასმელი წყლისა) 3-5 დღის განმავლობაში.
ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებასთან შერეული სასმელი წყალი უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
- არ გამოიყენება გასამრავლებელ ღორებში
- არ გამოიყენება ფრინველებში, რომლებიც იძლევიან კვერცხს ადამიანთა მოხმარებისთვის
- არ გამოიყენება აქტიური ნივთიერებ(ებ)ის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
სპეციალური სიფრთხილის ზომები:
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაავადების მიმდინარეობისას შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება 48 საათის შემდეგ;
იმ შემთხვევაში, თუ რესპირატორული დაავადებების კლინიკური ნიშნები მკურნალობიდან 48 საათის შემდეგაც გაგრძელდება, აუცილებელია მკურნალობის შეცვლა და ვეტერინარული პრეპარატის სხვა ფორმის ან სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება
მკურნალობა განაგრძეთ დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობამდე.
სპეციალური სიფრთხილის ზომები სამიზნე სახეობებში პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენებასთან დაკავშირებით:
რესპირატორული დაავადებების დაიგნოსტირების შემდეგ მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული შეძლებისდაგვარად სწრაფად;
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
მაკეობა, ლაქტაცია და მეკვერცხეობა (კვერცხის დების პერიოდი):
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში;
ვეტერინარული სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ვეტერინარის მიერ რისკებისა და სარგებლის შეფასების შემდეგ;
პრეპარატის მიცემა არ შეიძლება მწარმოებელი ქათმების მიერ კვერცხდების დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში.
ფერტილობა (გამრავლების უნარი):
არ გამოიყენება გასამრავლებელ ღორებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ არის ცნობილი.
ჭარბი დოზირება:
შესაძლოა საკვების მიღება დროებით შემცირდეს.
ლოდინის პერიოდი:
ღორები: ხორცი და სუბპროდუქტები – 21 დღე.
ქათმები: ხორცი და სუბპროდუქტები – 7 დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება იმ ფრინველებში, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული კვერცხის დებისთვის;
პრეპარატის მიცემა არ შეიძლება მწარმოებელი ქათმების მიერ კვერცხდების დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე;
დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან;
შეფუთვა მჭიდროდ დახურეთ;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
ვარგისობის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ – 30 დღე;
ვარგისობის ვადა სასმელ წყალში გახსნის შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით – 24 საათი.

