ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
უნიტაბსი ბრევერს კომპლექსი
საკვებდანამატი კანის და ბეწვის გაუმჯობესებისთვის ძაღლებში
შემადგენლობა: ლუდის საფუარი -30%, ხორბლის ჩანასახის ფქვილი-23,9%, ძვალ-ხორცის ფქვილი-10%, მინერალი-9%, ვიტამინები-5%, სოიოს ლეციტინი-5%, ჟელატინი-3%, ნატრიუმის ქლორიდი-2%, თევზის ქონი-1,4%, მშრალი გაუცხიმოვნებელი რძე-1,16%, ლაქტოზა-1%, არომატიზატორი „Говядина“-(0,4%), ვიტამინი ე-0,14%, კოენზიმი Q10-0,1%, ლიმონმჟავა- 0,0072%, კალიუმის სორბატი-0,004%, წყალი-100%-მდე.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.
1 გრამი დანამატი შეიცავს:
| ვიტამინი | რაოდენობა | მაკრო-მიკრო ელემენტები | რაოდენობა |
| A (რეტინოლ აცეტატი) | 573,3სე(172მკგ) | Fe-რკინა | 5,79მგ |
| E (ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი) | 5,15მგ | Cu-სპილენძი | 0,99მგ |
| B1 (თიამინი) | 131,91მკგ | Zn-თუთია | 0,69მგ |
| B2 (რიბოფლავინი) | 259,87მკგ | Se-სელენი | 0,63მგ |
| B6 (პირიდოკსინი) | 131,27მკგ | S-გოგირდი | 27,0მგ |
| B12 (ციანკობალამინი) | 4,56მკგ | ||
| PP (ნიკოტინამიდი) | 1,56მგ | ||
| B9 (ფოლის მჟავა) | 49,13მკგ | ||
| H (ბიოტინი) | 33,0მკგ | ||
| B5 (პანტოტენის მჟავა) | 331,53მკგ | ||
| C (ასკორბინის მჟავა) | 6,67მგ |
გარეგნულად არის სუსტი კრემისფერი ტაბლეტები დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: უნიტაბსი ბრევერ კომპლექსი გამოიყენება ძაღლების კანის და ბეწვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ვიტამინი A წარმოადგენს ეპითელიუმის აუცილებელ ელემენტს, რომელიც უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს და ჯანმრთელობას, განახლებს კანის უჯრედებს, უზრუნველყოფს ბეწვის აქტიურ ზრდას და თავიდან აცილებს სიმშრალეს და მტვრევადობას.
ვიტამინი E ასტიმულირებს კაპილარების ზრდას, აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას,
მოქმედებს ბეწვის ზრდაზე და ხელს უშლის მის ცვენას. წარმოადგენს კანის ძირითად ანტიოქსიდანტს. აუმჯობესებს კოლაგენის წარმოქმნას კანში და სძენს კანს ელასტიურობას.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ კანის რეგენერაციის პროცესში, ამაღლებს ბეწვის ფოლიკულების გამძლეობას ჰიპოქსიის და სტრესული ფაქტორების მიმართ, უზრუნველყოფენ ბეწვის ზრდას და აუმჯობესებენ ნერვულ გამტარობას.
ვიტამინი H შეუცვლელია კანის, ბეწვის და ბრჭყალების ეპითელიარული უჯრედების ძირითადი სუბსტანციის- კერატინის სინთეზისთვის.
ვიტამინი C ავლენს სასარგებლო ეფექტს ბეწვის ძირებზე, მონაწილეობას იღებს კოლაგენის წარმოქმნაში და თამაშობს ანტიოქსიდანტის როლს.
გოგირდი და თუთია აუცილებელია ბეწვის ცილის-კერატინის წარმოქმნისთვის, ასტიმულირებენ ბეწვის ზრდას, თავიდან აცილებენ ბეწვის ცვენას, აქვთ ეპითელიზაციის თვისება.
რკინა მოქმედებს კანის ქსოვილების სისხლის მიმოქცევაში, კვებავს ბეწვის ძირებს.
სელენი აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად და რკინის შეთვისებისთვის, ეხმარება კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში.
კოენზიმი Q10 უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ნახშირწყლებიდან და ცხიმებიდან ენერგიის მიღებას, ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს-იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამღუპველი მოქმედებისგან, უზრუნველყოფს დაბერების პროცესის შენელებას, იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას.
ჩვენება: უნიტაბსი ბრევერ კომპლექსი გამოიყენება ძაღლებში 6 თვის ასაკიდან, კანის სიმშრალის, აქერცვლის და არაელასტიურობის, გაძლიერებული ბეწვის ცვენის, ბეწვის სიმშრალის და მტვრევადობის, გამეჩხერების და ბზინვადობის დაკარგვის შემთხვევებში.
მიღების წესი: დანამატს აძლევენ ძაღლს საკვებთან ერთად, ან ხელიდან პერორალურად, ყოველდღე 1 ტაბლეტი 10კგ სხეულის წონაზე, ან 1 ტაბლეტი წონით 0,75გრ 5კგ სხეულის წონაზე. მიღების კურსი არ არის შეზღუდული.
გვერდითი მოვლეუქციის თანახმად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
უკუჩვენება: უნიტაბსი ბრევერ კომპლექსის გამოყენება არ შეიძლება პრეპარატებთან ან საკვედანამატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ A და E ვიტამინებს.
ეს საკვებდანამატი არ არის გათვალისწინებული პროდუქტიული ცხოველებისთვის.
შენახვის პირობები: ინახება დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0°C- 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 30 თვე წარმოებიდან.
შეფუთვა: საკვებდანამატს უშვებენ 0,75 და 1,5გრ ტაბლეტების სახით, დაფასოებულს პოლიმერულ ქილებში-100ტაბლეტი.

