ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ტროპიდეზი

შემადგენლობა: ტროპიდეზის 1 ფირფიტის შემადგენლობაში მოქმედი ნივთიერების სახით შედის თიმოლი – 60 მგ, გერანიოლი – 20 მგ,

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თიმოლსა და გერანიოლს მკაფიოდ გამოხატული აკარიციდული კონტაქტური და რეპელენტური ზემოქმედება აქვს Tropilaelaps spp.-ის, Varroa destructor-ისა და Braula coeca-ს ზრდასრულ ფორმებზე, რომლებიც მეთაფლია ფუტკრების ოჯახებში პარაზიტობს.

მიხაკის, ლავანდისა და სოჭის ეთერზეთები აძლიერებს პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების ეფექტიანობას.

ტროპიდეზი სპეციფიკური აკარიციდული მოქმედების გარდა ახდენს, ასევე, ბაქტერიოციდულ, ფუნგიციდურ და ინსექტიციდურ მოქმედებას და ამით ეხმარება ფუტკრების ოჯახებს, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სხვა განსხვავებულ დაავადებებს.

ტროპიდეზი არ არის ტოქსიკური ფუტკრებისთვის. რეკომენდებულ დოზებში უარყოფით გავლენას არ ახდენს ფუტკრის ოჯახის ცხოველმოქმედებასა და პროდუქტიულობაზე.

გამოყენების წესი და დოზირება: ტროპიდეზს იყენებენ მეთაფლია ფუტკრის ტროპილელაფსოზის, ვაროატოზისა და ბრაულოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გაზაფხულისა და ზაფხული-შემოდგომის პერიოდებში.

ტროპიდეზი გამოიყენება გაზაფხულზე, დედა ფუტკრის მიერ კვერცხდების დაწყების შემდეგ და ზაფხული-შემოდგომის პერიოდში სასაქონლო თაფლის ამოღების შემდეგ. ფუტკრის ოჯახების დამუშავებას აწარმოებენ გარემოს ტემპერატურაზე +10°C-დან +35°C-მდე.

სამკურნალო პრეპარატს ათავსებენ სკებში გათვლით: 2 ფირფიტა –  10-12 ჩარჩოზე. ნაყარისა და ნუკლეუსებისთვის იყენებენ 1 ფირფიტას, რომელსაც ბუდის ცენტრში კიდებენ. 10-12 ბუდე-ჩარჩოს ძალის მქონე ოჯახებში ერთ ფირფიტას მე-3 და მე-4 ფიჭის ჩარჩოებს შორის კიდებენ, მეორეს კი მე-7 და მე-8 ფიჭის ჩარჩოებს შორის.

დამუშავებას ატარებენ ორჯერადად. ფირფიტებს სკებში 15 დღით ათავსებენ, რის შემდეგაც ამოაქვთ და მაშინვე ახლით ცვლიან.

გვერდითი მოვლენები:  არ აღინიშნება.

სამკურნალო პრეპარატის ჭარბი დოზირების სიმპტომები ფუტკრებში არ არის დადგენილი.

სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებები მისი პირველი მიღებისას ან მიღების შეწყვეტის შემდეგ არ არის დადგენილი.

უნდა ერიდოთ სამკურნალო პრეპარატის დოზირებისა და გამოყენების კურსის დარღვევას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტიანობის დაქვეითება. სამკურნალო პრეპარატის მორიგი გამოყენების გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა მისი შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოყენება იმავე დოზითა და იმავე სქემით.

უკუჩვენება: ტროპიდეზი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა აკარიციდულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.

ლოდინის პერიოდი: თაფლი:14 დღე.

შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ საფუთავში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, სურსათისა და ცხოველთა საკვებისგან განცალკევებით, 0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

სამკურნალო პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი .

საფუთავის გახსნის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის შენახვა არ შეიძლება.

შეფუთვა: სამკურნალო პრეპარატ ტროპიდეზს უშვებენ 10 ფირფიტის ოდენობით.