მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

სოლფაკ  დუო SC 75  (რეზიდუალური ინსექტიციდი)

შემადგენლობა : აქტიური ნივთიერებები
50 გ/ლ იმიდაკლოპრიდი
25 გ/ლ ბეტა-ციფლუტრინი

რეზიდუალური ინსექტიციდის კონცენტრატი ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის მწერ-პარაზიტების კონტროლისათვის, სახლის, კომერციულ, ინდუსტრიულ და საჯარო შენობებსა და დაწესებულებებში გამოყენების მითითებების შესაბამისად.

გამოყენების წესები

სიტუაცია პარაზიტი ნორმა მნიშვნელოვანი შენიშვნები
საცხოვრებელი, კომერციული, ინდუსტრიული და საზოგადოებრივი შენობები და დაწესებულებები (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საკვების გადამამუშავებელ დაწესებულებებს, მაღაზიებს, ქარხნებს, სამეურნეო ნაგებობებს, გემებს, მატარებლებს, თვითმფრინავებს, ოფისებს, სკოლებს, სასაწყობე ოთახებს, საავადმყოფოებს, კერძო სახლებსა და მსგავსი დაწესებულებების მიმდებარე გარე მიდამოებს). ტარაკნები არაფოროვანი ზედაპირები: 50 მლ / 5 ლიტრამდე წყალში / 100მ2

 

 

 

 

ფოროვან ზედაპირებზე ან ენერგიის წყაროზე მომუშავე დანადგარებში გამოყენებისას: 50 მლ / 10 ლიტრამდე წყალში / 100 მ2

 

კარგად დაათვალიერეთ და დაამუშავეთ ტარაკნების პოტენციური დაბუდების ადგილები. აგრეთვე რეკომენდირებულია ტარაკნების წარმოშობის შესაძლო ადგილების გარშემო ბარიერების დამუშავება.

შენიშვნა: მწერების ზრდის რეგულატორის გამოყენება (როგორიცაა სტარიციდი® მწერების ზრდის რეგულატორი) მიიჩნევა, როგორც ხელსაყრელი დამატებითი საშუალება, ტარაკნების ინვაზიის მძიმე შემთხვევებში.

გაიმეორეთ დამუშავების პროცედურა საჭიროებისამებრ. როდესაც სპრეით დამუშავება ვერ ხერხდება, გამოიყენეთ შესაბამისი რეგისტრირებული მარკის გელი, როგორიცაა მაქსფორსი® გელი, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული დოზირების ნორმების შესაბამისად.

ჭრიჭინები შეასხურეთ დაინფიცირებულ ადგილებში. დამატებითად, სპრეით დაამუშავეთ ბარიერები იმ ადგილებთან, სადაც  პარაზიტები შეძლებენ შენობებში შეღწევას.
კოღოები და ბუზები შეასხურეთ იმ ზედაპირებზე, სადაც იცით რომ ბუზები და კოღოები ჯდებიან.

ბუზები – შეასხურეთ შენობის გარე ზედაპირებზეც, რომლებზეც ხვდებათ დილის მზის სხივები.

კოღოები – შეასხურეთ კედლებზე, ტენტებზე, ღობეებზე და მცენარეული საფარით დაფარულ მიდამოებში შენობების მახლობლად. არ დაამუშავოთ საკვებად ვარგისი მცენარეები.

შენიშვნა: მფრინავი მწერების რაოდენობის კონტროლის აღქმაზე, ზედაპირის დასამუშავებული სპრეით დამუშავებულ ნებისმიერ ტერიტორიის ფარგლებში,  გავლენას იქონიებს იმიგრირებული ინდივიდების რაოდენობა გარე (დაუმუშავებელი) ტერიტორიებიდან. ზედაპირის დასამუშავებელი სპრეი გააკონტროლებს მხოლოდ იმ მწერებს, რომლებიც იმყოფებიან დამუშავებულ ზედაპირებზე, და შესაბამისად მფრინავი მწერების სრული განადგურება დამუშავებული ტერიტორიებიდან ყოველთვის არაა მოსალოდნელი.

მრავალფეხიანები ინფიცირებულ ადგილებში პროდუქტი შეაშხეფეთ მსხვილ შხეფებად. რეკომენდირებულია მხოლოდ არაფოროვან ზედაპირებზე გამოყენება.
ფურცლისებრი კრაზანები გაზავებული სპრეი შეაშხეფეთ „დაცლის“ პირამდე პირდაპირ ფურცლისებრის ბუდობის ადგილებზე და უზრუნველყავით თანაბარი და სრული დაფარვა. ბუდის ნაგებობიდან უსაფრთხოდ მოხსნა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ყველა ზრდასრული კრაზანა განადგურდება.
ობობები შეასხურეთ ობობების ბინადრობის ადგილებში, აგრეთვე მათ ქსელებზე და ობობების დამალვის ადგილებში. პროდუქტის ეფექტურობის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდირებულია დამუშავების შემდეგ ნებისმიერი ქსელის რამდენიმე დღით ადგილზე დატოვება.
საცხოვრებელი, კომერციული, ინდუსტრიული და საზოგადოებრივი შენობებისა და დაწესებულებების შიდა მიდამოები და მიმდებარე ტერიტორიები. რწყილები გაწმინდეთ და მტვერსასრუტით გაასუფთავეთ ინფიცირებული ადგილები და მოგროვებული მტვერი გადაყარეთ მჭიდროდ დალუქული პოლიეთილენის პარკით. მსუბუქად დაამუშავეთ ინფიცირებული ადგილები, ყურადღება მიაქციეთ ავეჯის ქვემოთ ადგილებს და ა.შ.

შენიშვნა: მწერების ზრდის რეგულატორის გამოყენება (როგორიცაა სტარიციდი® მწერების ზრდის რეგულატორი) მიიჩნევა, როგორც ხელსაყრელი დამატებითი საშუალება, რწყილების ინვაზიის მძიმე შემთხვევებში. ცხოველები დაამუშავეთ შესაფერისი რეგისტრირებული რწყილების საწინააღმდეგო პროდუქტით.

აგრეთვე იხილეთ ხალიჩებზე გამოყენების წესები ქვემოთ.

საცხოვრებელი, კომერციული, ინდუსტრიული და საზოგადოებრივი შენობები და დაწესებულებები (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სასტუმროებს, ჰოსტელებს,  კერძო საცხოვრებლებს, ბარაკებს, გემებს, მატარებლებს, თვითმფრინავებს, ოფისებს, სკოლებს). ბაღლინჯოები არაფოროვანი ზედაპირები: 50 მლ / 5 ლიტრამდე წყალში / 100 მ2

 

 

 

 

ფოროვან ზედაპირებზე ან ენერგიის წყაროზე მომუშავე დანადგარებში გამოყენებისას: 50 მლ / 10 ლიტრამდე წყალში / 100 მ2

 

პროფესიონალმა პარაზიტების მართვის სპეციალისტებმა, რომლებიც ამუშავებენ ბაღლინჯოებს, უნდა იცოდნენ AEPMA-ს საქმიანობის კოდექსი (CoP) ბაღლინჯოების ინვაზიის კონტროლისათვის ავსტრალიაში და უნდა გაითვალისწინონ ამ დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები, რომელიც ეხება ბაჭლინჯოების მართვას. პროდუქტით დამუშავების დაწყებამდე, პირველ რიგში კარგად უნდა შემოწმდეს ინფიცირებული და პოტენციურად ინფიცირებული ადგილები.

უნდა დამუშავდეს ყველა ინფიცირებული ადგილი, მაგალითად: საწოლის ჩარჩო და კედლები, ბზარები, ნაპრალები და საწოლის მიმდებარედ არსებული პლინთუსები. პროდუქტი შეიძლება ასევე შეასხუროთ მატრასების კუთხეებსა და ნაკერებზე, მაგრამ არ დაამუშავეთ სწორი ზედაპირები, რომელზეც ადამიანებს ძინავთ.

აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი არაქიმიური დამუშავების კონტროლის მეთოდები იმ ადგილებისათვის, რომლებშიც ინსექტიციდის გამოყენება შეუძლებელია.

პერიტროიდის მიმართ მედეგი ბაღლინჯოების შტამების კონტროლი მეტწილად უფრო დამოკიდებულია სპრეის პირდაპირ შესხურებაზე, ვიდრე პროდუქტის განგრძობით მოქმედებაზე. ხელახალი დათვალიერება აუცილებელია (CoP-ის რეკომენდაციების შესაბამისად).

ხალიჩის ხოჭოები შეასხურეთ ინფიცირებულ ხალიჩებზე, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებზეც ნაკლებად ან სრულიად არ ხდება მოძრაობა, აგრეთვე შეასხურეთ ფანჯრების ქვემოთ, საიდანაც ზრდასრული ხოჭოები შეიძლება აღწევდნენ შენობაში.

აგრეთვე იხილეთ ხალიჩებზე გამოყენების წესები ქვემოთ.

ტანსაცმლის ჩრჩილი შეასხურეთ იმ ზედაპირებზე, სადაც ინახება ტანსაცმელი. არ შეასხუროთ უშუალოდ ტანსაცმელზე.
ქერცლოვანა პირდაპირ შეასხურეთ პოტენციურად ან უკვე ინფიცირებულ ადგილებში, როგორიცაა: პლინთუსები და ავეჯი, სადაც ჩაბნელებულმა გარემომ ქერცლოვანას პოპულაციისათვის შეიძლება  ხელშემწყობი ატმოსფერო შექმნას.

განჯინებში ან შესანახ ადგილებს შიგნით შესხურებისას, გამოიღეთ ტანსაცმელი და ჭურჭელი შესხურებამდე.

შენიშვნა: მწერების ზრდის რეგულატორის გამოყენება (როგორიცაა სტარიციდი® მწერების ზრდის რეგულატორი) მიიჩნევა, როგორც რეკომენდებული დამატებითი საშუალება, ქერცლოვანების ინვაზიის მძიმე შემთხვევებში.

კანის და ბეწვის მჭამელი ხოჭო შეასხურეთ მსხვილ შხეფებად განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სამალავების რბილობი ნაწილია.
შენახული პროდუქტების პარაზიტები ამ პროდუქტის გამოყენება შენახული პროდუქტების პარაზიტების მოსაშორებლად, უნდა იყოს განხილული, როგორც მწერების პოპულაციების გამრავლების საწინააღმდეგო ინტეგრირებული სტრატეგიის ნაწილი. საუკეთესო შედეგი მიიღება იმ ადგილებში, სადაც შენარჩუნებულია კარგი ჰიგიენური მდგომარეობა. ინფიცირებული ადგილები უნდა გაიწმინდოს პროდუქტის გამოყენებამდე და რეგულარულად გასუფთავდეს შემდგომშიც, მწერებისათვის საკვების წყაროს აღმოსაფხვრელად.

ხოჭოების პარაზიტების დამუშავებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოფარებულ ადგილებს, როგორიცაა, ბზარები და  ნაპრალები, ავეჯის ქვეშ მიდამოები და აღჭურვილობა, იატაკები, კედლები და თაროები. ზრდასრული ჩრჩილის კონტროლისათვის პრეპარატი შეასხურეთ კედლებზე და იმ ზედაპირებზე, სადაც ზრდასრული ჩრჩილი დაჯდება.

არ გამოიყენოთ საკვებზე ან საკვბის მოსამზადებელ ადგილებში.

შენახვის წესიშეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ კონტეინერში, უსაფრთხო კარგად ვენტილირებად და მაქსიმალურად გრილ ადგილზე. არ შეინახოთ ხანგრძლივი პერიოდით მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ადგილში.