ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
სედანი 35 მგ/მლ
პერორალური გელი ცხენებისა და ძაღლებისთვის
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
აცეპრომაზინი 35.0 მგ (47.5 მგ აცეპრომაზინის მალეატის ექვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) 0.65 მგ
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.35 მგ
გამჭვირვალე, ნარინჯისფერ-ყვითელი პერორალური გელი.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ცხენებსა და ძაღლებში, სედაციური და საანესთეზიო პრემედიკაციისთვის.
სამიზნე სახეობები: ცხენები (განკუთვნილი არასაკვები წარმოებისთვის), ძაღლები.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
ყველაზე ზუსტი დოზირების უზრუნველსაყოფად, შპრიცის არჩევანი უნდა იყოს მორგებული ცხოველის სხეულის წონაზე.
10 მლ წინასწარ შევსებული პერორალური შპრიცი
ცხენი
| ცხენის წონა
პროდუქტის რაოდენობა |
175 კგ
|
350 კგ | 525 კგ | 700 კგ |
| მსუბუქი სედაციისთვის
(0.1-0.2 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
0.5-1.0 მლ | 1.0-2.0 მლ | 1.5-3.0 მლ | 2.0-4.0 მლ |
| ზომიერი სედაციისთვის
(0.3-0.4 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
1.5-2.0 მლ | 3.0-4.0 მლ | 4.5-6.0 მლ | 6.0-8.0 მლ |
პრემედიკაციის შემთხვევაში, გამოიყენება სედაციის იგივე დოზები. აცეპრომაზინის მიღების შემდეგ, ანესთეზიის გამოსაწვევად საჭირო საანესთეზიო საშუალების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ძაღლი:
| ძაღლის წონა
პროდუქტის რაოდენობა |
17.5 კგ
|
35 კგ | 52.5 კგ | 70 კგ |
| მსუბუქი სედაციისთვის
(1.0 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
0.5 მლ | 1.0 მლ | 1.5 მლ | 2.0 მლ |
| ზომიერი სედაციისთვის
(2.0 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
1.0 მლ | 2.0 მლ | 3.0 მლ | 4.0 მლ |
| საანესთეზიო პრემედიკაციისთვის (3.0 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) | 1.5 მლ | 3.0 მლ | 4.5 მლ | 6.0 მლ |
დოზა განისაზღვრება რგოლის შესაბამის დგუშის ნიშნულზე მოთავსებით. დგუშზე არსებული ღარიანი დოზირების რგოლი ისე გადაადგილეთ, რომ რგოლის ქვედა კიდე სასურველი დოზის ნიშნულს გაუთანაბრდეს. გელის დოზის რეგულირება შესაძლებელია 0.5 მლ-ზე.
1 მლ წინასწარ შევსებული პერორალური შპრიცი
ძაღლი:
| ძაღლის წონა
პროდუქტის რაოდენობა |
5 კგ | 10 კგ | 15 კგ | 17.5 კგ
|
20 კგ
|
25 კგ | 30 კგ | 35 კგ |
| მსუბუქი სედაციისთვის
(1.0 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
0.15 მლ | 0.30 მლ | 0.45 მლ | 0.50 მლ | 0.60 მლ | 0.75 მლ | 0.90 მლ | 1.0 მლ |
| ზომიერი სედაციისთვის
(2.0 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
0.3 მლ | 0.6 მლ | 0.9 მლ | 1.0 მლ | – | – | – | – |
| საანესთეზიო პრემედიკაციისთვის (3.0 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) | 0.45 მლ | 0.9 მლ | – | – | – | – | – | – |
ცხენი:
| ცხენის წონა
პროდუქტის რაოდენობა |
100 კგ
|
125 კგ | 150 კგ | 175 კგ |
| მსუბუქი სედაციისთვის
(0.1-0.2 მგ აცეპრომაზინი / 1 კგ სხეულის წონაზე) |
0.30-0.60 მლ | 0.35-0.70 მლ | 0.40-0.85 მლ | 0.50-1.00 მლ |
1 მლ გელის შემცველი შპრიცი იძლევა დოზირების შესაძლებლობას, განსაკუთრებით პატარა ჯიშის ძაღლებისთვის. გელი მოთავსებულია 1 მლ ჰერმეტულად დახურულ შპრიცში და გელის დოზის რეგულირება შესაძლებელია 0.05 მლ-ზე.
დოზირების შესახებ ზემოთ მითითებული ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ სახელმძღვანელო მიზნებისთვის და უნდა ადაპტირდეს თითოეულ პაციენტზე, სხვადასხვა ფაქტორის (მაგალითად, ტემპერამენტი, ჯიში, ნევროზულობა და ა.შ.) გათვალისწინებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სედატიური საშუალებების მიმართ მგრძნობელობაზე.
დოზირების სიზუსტის უზრუნველსაყოფად, დოზირებამდე უნდა განისაზღვროს სამკურნალო ცხოველის სხეულის წონა.
რჩევა პრეპარატის სწორად მიღებასთან დაკავშირებით
მოხსენით შპრიცს თავსახური, მოათავსეთ ცხოველის პირში და გელი წაუსვით ცხენის ლოყის პარკს ან ძაღლის ენის ძირს.
წასმის შემდეგ, დაუყოვნებლივ ასწიეთ ცხოველის თავი რამდენიმე წამით და დარწმუნდით, რომ ცხოველმა დოზა გადაყლაპა.
გვერდითი მოვლენები:
ცხენები:
გამომდინარე იქიდან, რომ აცეპრომაზინი ამცირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსს, მისი მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის გარდამავალი ვარდნა, ტემპერატურის რეგულაციის დათრგუნვა.
აცეპრომაზინმა შეიძლება გაზარდოს პროლაქტინის სეკრეცია, აცეპრომაზინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის დარღვევები.
შესაძლებელია აღინიშნოს პენილური პროლაფსი სასქესო ორგანოს რეტრაქტორი კუნთების მოდუნების გამო. სასქესო ორგანოს რეტრაქცია უნდა გამოვლინდეს ორ-სამ საათში. თუ აღნიშნულს არ ექნება ადგილი, რეკომენდებულია ვეტერინარ ქირურგთან დაკავშირება. რეტრაქციის არარსებობა განსაკუთრებით საყურადღებოა საჯიშე ულაყებში.
აცეპრომაზინის მიღებამ გამოიწვია პარაფიმოზი (მდგომარეობა, როდესაც ჩუჩა არ უბრუნდება ნორმალურ პოზიციას), ზოგჯერ პრიაპიზმის (მუდმივი ერექციის) შედეგად.
შეიძლება აღინიშნოს აგრესიულობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გენერალიზებული სტიმულაციის ურთიერთგამომრიცხავი კლინიკური სიმპტომები.
ცხენებში შესაძლო გვერდით მოვლენად ასევე მოხსენიებულია სახამხამო აპკის (მესამე ქუთუთოს) პროლაფსი.
ძაღლები:
ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სუნთქვის სიხშირის მომატება, არითმია, მიოზი, ცრემლდენა და ატაქსია. შესაძლოა გამოვლინდეს აგრესიულობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გენერალიზებული სტიმულაციის ურთიერთგამომრიცხავი კლინიკური ნიშნები, სახამხამო აპკის (მესამე ქუთუთოს) პროლაფსი.
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე:
- ძალიან ხშირი (10 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტს აღენიშნება გვერდითი მოვლენ (მოვლენები));
- ხშირი (100 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები);
- არახშირი (1,000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები);
- იშვიათი (10,000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები);
- ძალიან იშვიათი (10,000 ნამკურნალი ცხოველებიდან 1-ზე ნაკლები, იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით).
თუ შენიშნავთ რაიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას ან სხვა ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, ან თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატს არანაირი ეფექტი არ აქვს, გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ვეტერინარს.
უკუჩვენებები:
- პრეპარატი არ გამოიყენება ჰიპოტენზიის, პოსტტრავმული შოკის ან ჰიპოვოლემიის შემთხვევებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება მძიმე ემოციური აღგზნების მდგომარეობაში მყოფ ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება ჰიპოთერმიით დაავადებულ ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება ჰემატოლოგიური დარღვევების/კოაგულოპათიების ან ანემიის მქონე ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება გულის და/ან ფილტვის უკმარისობის მქონე ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება ახალდაბადებულ ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება 3 თვეზე ნაკლები ასაკის ძაღლებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
სპეციალური გაფრთხილებები:
სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე სახეობისთვის:
პერორალური მიღების შემდეგ, აცეპრომაზინის ეფექტი ვლინდება 30-60 წუთში დიდი ზომის ცხოველებში და 15-25 წუთში – პატარა ზომის ცხოველებში. მისი მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 4 საათს, რაც დამოკიდებულია სედაციის სიღრმეზე და ცხოველის ინდივიდუალურ რეაგირებაზე.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება იწვევს ხანგრძლივ მოქმედებას და გვერდით მოვლენებს, მაგრამ არა უფრო ძლიერ სედაციურ ეფექტს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებასთან დაკავშირებით:
ეს ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი სათანადო სიფრთხილით და შემცირებული დოზით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის დაავადების ან დასუსტებული ცხოველების შემთხვევაში.
აცეპრომაზინს გააჩნია უმნიშვნელო ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
დამშვიდებულ ცხოველებთან კონტაქტისას, თავი უნდა აარიდოთ მტკივნეულ აქტივობებს, თუ არ გამოიყენება შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლები.
პროდუქტის მიღების შემდეგ, ცხოველები უნდა მოთავსდნენ მშვიდ ადგილას და შეძლებისდაგვარად თავი უნდა იქნას აცილებული სენსორული სტიმულები.
ცხენები:
სედაციის დროს, ცხენები მგრძნობიარენი არიან ჩვეულებრივი სმენითი და ვიზუალური სტიმულების მიმართ, რის გამოც ხმაურიანმა და სწრაფმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს სედაციის მდგომარეობიდან გამოსვლა. პროდუქტის მიღების შემდეგ, ცხენები არ უნდა იქნან გაყვანილნი სამუშაოდ 36 საათის განმავლობაში.
ულაყებში პენილური პროლაფსის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, რეკომენდებულია ყველაზე დაბალი დოზების დიაპაზონი.
პროდუქტის გამოყენება 100 კგ-ზე ნაკლები წონის ცხენებში უნდა ეფუძნებოდეს სარგებლისა და რისკის ფრთხილად შეფასებას პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ.
შეჯიბრისა და რბოლისთვის განკუთვნილ ცხენებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მოქმედი ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. აღნიშნული ცხენების მიმართ უნდა იქნას მიღებული განსაკუთრებული ზომები შეჯიბრის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ძაღლები:
ABCB1-1Δ (ასევე ცნობილია, როგორც გენეტიკური დეფექტი) მუტაციის მქონე ძაღლებში, აცეპრომაზინი, როგორც წესი, იწვევს უფრო ღრმა და ხანგრძლივ სედაციას. აღნიშნულ ძაღლებში დოზა უნდა შემცირდეს 25%-50%-ით. ზოგიერთ ძაღლში, განსაკუთრებით ბოქსიორებსა და სხვა მოკლეცხვირიან ჯიშებში, შეიძლება განვითარდეს სპონტანური გონების დაკარგვა ან სინკოპე, ამიტომ რეკომენდებულია დაბალი დოზის გამოყენება. აღინიშნა, რომ დიდი ჯიშის ძაღლები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან აცეპრომაზინის მიმართ და ამ ჯიშებში უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური შესაძლო დოზა.
აცეპრომაზინი, როგორც შემაკავებელი საშუალება, სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული აგრესიულ ძაღლებში, რადგან მან შეიძლება გაზარდოს ცხოველის მიდრეკილება შეშინებისკენ და ხმაურზე ან სხვა სენსორულ სიგნალებზე რეაგირებისკენ.
ამ ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება 17.5 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლებში უნდა ეფუძნებოდეს პასუხისმგებლიანი ვეტერინარის მიერ სარგებლისა და რისკის სათანადო სიფრთხილით შეფასებას.
მაკეობა და ლაქტაცია:
ამ ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში სამიზნე სახეობებში არ არის შესწავლილი; გამოიყენეთ მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
აცეპრომაზინი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
ფოსფორმჟავას ორგანულ ეთერებთან (ანტიპარაზიტული საშუალებები, როგორიცაა ქლორფენვინფოსი, დიქლოროფოსი და ა.შ.) ან პროკაინის ჰიდროქლორიდთან (ადგილობრივი საანესთეზიო საშულება) ერთდროული მიღება ზრდის ტოქსიკურობას და ამიტომ თავიდნ უნდა იქნას აცილებული.
აცეპრომაზინი ამცირებს სიმპათიკურ ტონუსს, შესაბამისად, ის არ უნდა იქნას მიღებული არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებთან ერთად.
ანტაციდებმა შეიძლება გამოიწვიოს აცეპრომაზინის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის მიერ პერორალური მიღების შემდეგ.
ოპიატებმა და ადრენალინმა შეიძლება გააძლიერონ აცეპრომაზინის ჰიპოტენზიური ეფექტი.
ჭარბი დოზირება (სიმპტომები, გადაუდებელი ზომები, ანტიდოტები):
ჭარბი დოზირება იწვევს სედატიური სიმპტომების ადრეულ გამოვლენას და ხანგრძლივ ეფექტს. ტოქსიკური ეფექტებია ატაქსია, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია და ცენტრალური ნერვული სისტემის (ექსტრაპირამიდული) ეფექტები.
გულ-სისხლძარღვთა ეფექტების საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნორადრენალინი, მაგრამ არა ადრენალინი.
ძირითადი არათავსებადობა:
თავსებადობასთან დაკავშირებული კვლევების არარსებობის მიზეზით, ეს ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი არ უნდა შეერიოს სხვა ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებს.
ლოდინის პერიოდი:
ცხენები: არ გამოიყენება იმ ცხენებში, რომელთა ხორცი, სუბპროდუქტები და რძე განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.
მკურნალობა უნდა აღირიცხოს ცხენის პასპორტში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ წინასწარ შევსებული პერორალური შპრიცი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
დაიცავით გაყინვისგან.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. ვარგისობის ვადა შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ: 3 თვე.
არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეფუთვა:
მუყაოს კოლოფი 10 მლ-იანი 1 წინასწარ შევსებული პერორალური შპრიცის შემცველობით.
მუყაოს კოლოფი 1 მლ-იანი 1 წინასწარ შევსებული პერორალური შპრიცის შემცველობით.

