ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ოქსიტეტი 20% LA
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: ერთი მლ შეიცავს:
ოქსიტეტრაციკლინს (ჰიდროქლორიდის სახით) 200 მგ
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები და თხები.
ჩვენება:
ოქსიტეტი 20% LA ინექცია ეფექტიანია ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა რესპირატორული სისტემის ინფექციები (პნევმონია, ბრონქოპნევმონია), საშარდე გზების ინფექციები, ჩლიქის სიდამპლე და ქლამიდიოზი ცხვრებში, დიზენტერია, ტრანსპორტირების ცხელება, გასტროენტერიტი, მიკოპლაზმოზი, ენდომეტრიტი, მასტიტი, სალმონელოზი და ღვიძლის აბსცესები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ღორებში, ცხვრებსა და თხებში.
გამოყენების წესი და დოზირება: კუნთში ღრმა ინექციისთვის.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები და თხები: 1 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე.
პრეპარატის 3 დღის განმავლობაში ხანგრძლივი მოქმედების გამო რეკომენდებულია ერთჯერადი დოზის გამოყენება.
ერთ საინექციო ადგილზე არ შეიყვანოთ 20 მლ-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, 10 მლ-ზე მეტი – ღორებში ან 5 მლ-ზე მეტი – ცხვრებსა და თხებში.
10 კგ-ზე ნაკლები წონის გოჭებში უნდა გამოიყენოთ 1 მლ დოზით.
გვერდითი მოქმედება
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გაღიზიანება ინექციის ადგილზე.
უკუჩვენებები:
არ შეიყვანება ცხოველებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ.
არ შეიყვანება ცხოველებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.
არ შეიყვანება ცხენებში, ძაღლებსა და კატებში.
შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ შეურიოთ პენიცილინებს ან ცეფალოსპორინებს.
ლოდინის პერიოდი
ხორცი: 28 დღე.
რძე: 7 დღე.
არ შეიყვანება ცხვრებში, რომლებიც გამოიმუშავებენ რძეს ადამიანების მოხმარებისთვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი .პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

