დეტალური აღწერა

ოქსიტეტი 10%

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

ოქსიტეტრაციკლინი (ჰიდროქლორიდის სახით) 100 მგ

სამიზნე სახეობები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები, თხები, ძაღლები და კატები.

ჩვენება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბოები, ცხვრები, თხები, ღორები:

ართრიტის, კუჭ-ნაწლავის და რესპირატორული სისტემის ინფექციური დაავადებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ტეტრაციკლინების მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით, როგორიცაა Bordetella, Campylobacter, Chlamydia, E. coli, Haemophilus, Mycoplasma, Pasteurella, Rickettsia, Salmonella, Staphylococcus და Streptococcus spp.

კატები და ძაღლები:

ინფექციური დაავადებების მკურნალობა, გამოწვეული ტეტრაციკლინების მიმართ

გამოყენების წესი და დოზირება:  კუნთში ან კანქვეშ.

ზრდასრული ცხოველი:  1 მლ სხეულის მასის 10-20 კგ-ზე, 3-5 დღე.

ახალგაზრდა ცხოველი: 2 მლ სხეულის მასის 10-20 კგ-ზე, 3-5 დღე.

ერთ საინექციო ადგილზე არ შეიყვანოთ 20 მლ-ზე მეტი ხსნარი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, 10 მლ-ზე მეტი ხსნარი – ღორებში, 5 მლ-ზე მეტი ხსნარი – შესაბამისად, ხბოებში, ცხვრებში და თხებში.

სწორი დოზირების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს წონა.

გვერდითი მოქმედება

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გაღიზიანება ინექციის ადგილზე. კბილების ფორმირების პერიოდში გამოყენებისას, მათ შორის მაკეობის გვიან პერიოდში, შეიძლება აღინიშნოს კბილების ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ახალგაზრდა ცხოველებში ზრდის პერიოდში.

შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ გამოიყენოთ ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებთან ერთად.

არ შეურიოთ პენიცილინებს ან ცეფალოსპორინებს.

მაკეობა და ლაქტაცია

არ გამოიყენოთ მაკეობის ბოლო ტრიმესტრში.

ლოდინის პერიოდი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

ხორცი და სუბპროდუქტები: 18 დღე.

რძე: 5 დღე.

ცხვრები და თხები:

ხორცი და სუბპროდუქტები: 15 დღე.

არ არის ნებადართული ცხვრებსა და თხებში გამოყენება, რომლებიც გამოიმუშავებენ რძეს ადამიანების მიერ მოხმარებისთვის.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი .პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.