დეტალური აღწერა
ოტიმიქს პლუსი ყურის წვეთები,
სუსპენზია ძაღლებისთვის და კატებისთვის
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
მიკონაზოლის ნიტრატი 23 მგ
პოლიმიქსინ B-ს სულფატი 5.500 სე
პრედნიზოლონის აცეტატი 5 მგ
თეთრი სუსპენზია.
სამიზნე სახეობები: ძაღლები და კატები.
ჩვენება:
ძაღლებსა და კატებში გარეთა ყურის ოტიტისა და დერმატიტის მკურნალობა, გამოწვეული პოლიმიქსინ B-ს და მიკონაზოლის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი მიკროორგანიზმებით:
გრამდადებითი ბაქტერია:
Staphylococcus spp.
Streptococcus spp.
გრამუარყოფითი ბაქტერია:
Pseudomonas spp.
Escherichia coli
საფუარა და სოკო:
Microsporum spp.
Trichophyton spp.
Candida spp.
Malassezia pachydermatis
გამოყენების წესი და დოზირება:
ყურში ან კანზე დაწვეთება. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ყურები: სასმენი არხის გაწმენდის შემდეგ ჩააწვეთეთ ყურში პრეპარატის 3-5 წვეთი ორჯერ დღეში. პრეპარატის ოპტიმალური განაწილების უზრუნველსაყოფად ყურის ძირი კარგად დაამასაჟეთ.
მკურნალობა გააგრძელეთ კლინიკური ნიშნების გაქრობიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შეწყვეტის გარეშე, არანაკლებ 7-10 დღე, მაქსიმუმ 14 დღე.
კანი: დაზიანების სრულ კერაზე წაუსვით პრეპარატის რამდენიმე წვეთი ორჯერ დღეში და შეაზილეთ დაზიანებულ არეში ხელით ხელთათმანის გამოყენებით.
გააგრძელეთ მკურნალობა კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ, შეწყვეტის გარეშე კიდევ რამდენიმე დღე 14 დღემდე.
ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის 2-3 კვირამდე გაგრძელება. სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება, ასეთი ჩვენების შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს არაკორტიკოსტეროიდული პრეპარატებით.
პრეპარატის შეყვანამდე უნდა შეამოწმოთ, რომ დაფის აპკი (membrana tympani) დაუზიანებელია.
მაკეობა და ლაქტაცია:
მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოება არ არის განსაზღვრული. გამოიყენეთ მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარის მიერ რისკი-სარგებელის თანაფარდობის შეფასების საფუძველზე.
გვერდითი მოვლენები;
ცნობილია, რომ კორტიკოსტეროიდების შემცველი ტოპიკური პრეპარატების ხანგრძლივი და ინტენსიური გამოყენება იწვევს ადგილობრივ იმუნიტეტის დათრგუნვას, მათ შორის ინფექციების განვითარების მაღალ რისკს, ეპიდერმისის გამყიფებას და შეხორცების დაყოვნებას, სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლდენებისადმი კანის მომატებულ მიდრეკილებას, ასევე სისტემურ ეფექტებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით.
| ძალიან იშვიათი
(<1 ცხოველი/10.000 ნამკურნალებ ცხოველზე, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით): |
სიყრუე* |
*განსაკუთრებით, ხანდაზმულ ძაღლებში
უკუჩვენებები:
- არ გამოიყენოთ მიკონაზოლის, პოლიმიქსინ B-ს ან პრედნიზოლონის, ასევე ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
- არ გამოიყენოთ ცხოველებში პერფორირებული დაფის აპკით (membrana tympani), ვინაიდან ცნობილია, რომ პოლიმიქსინ B პოტენციურად ოტოტოქსიკური საშუალებაა.
ლოდინის პერიოდი:
არ ინიშნება საკვების მწარმოებელი ცხოველებისთვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 24 თვე, შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ: 3 თვე.
შეფუთვა: 1×15 მლ

