ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:
ენროფლოქსაცინი – 100,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ფტორქინოლების ჯგუფიდან. მისი ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული დნმ–ჰიდრაზის დათრგუნვასთან, რაც იწვევს ბაქტერიების დნმ–ს რეპლიკაციის დარღვევას.
პრეპარატი ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანოზმებზე: E. coli, Staphylococcus spp., Streptococcus spp, Clostridium spp., Listeria monocytogenes, Corinebacterium spp., Pseudomonas aeuruginosa, Haemophilis spp., Salmonella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Pasteurella spp. და სხვ., ასევე მოქმედებს მიკოპლაზმებზე (Mycoplasma spp.) და ქლამიდიებზე (Chlamydia spp).
ჩვენება:
შინაური ფრინველის მკურნალობა, რომლებიც დასნებოვნებულნი არიან ფრინველის რინიტით, ნეკროზული ენტერიტით, სტაფილოკოკოზით, კოლიბაცილოზით, პასტერელოზით, სალმონელოზით, მიკოპლაზმოზით და სხვა დაავადებებით, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ენროფლოქსაცინის მიმართ.
დოზირება
პერორალურად დოზით პრეპარატის 0,10 მლ სხეულის 1 კგ წონაზე ან პრეპარატის 0,5–1 მლ ერთ ლიტრ სასმელ წყალში 3 დღე–ღამის განმავლობაში. სალმონელოზის დროს პრეპარატს იყენებენ 5 დღე–ღამის განმავლობაში. შეცვალეთ სასმელი წყალი ყოველ 24 საათში. მკურნალობის დროს ფრინველს აძლევენ მხოლოდ სასმელ წყალს ენროფლოქსაცინთან ერთად.
შენახვა
მშრალი, ბნელი, ბავშვებისათვის მიუწვდომელი ადგილები ტემპერატურაზე 50C-დან 250C-მდე ტემპერატურაზე
შეინახეთ ცალკე საკვები პროდუქტებისაგან, სასმელებისგან, მათ შორის ცხოველების საკვებისაგან.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
გამოშვების ფორმა: შუშის ამპულები 1მლ, 10მლ, მუყაოს კოლოფებში.

