დეტალური აღწერა

მეტაბოლი
მეტაბოლური დარღვევების სამკურნალო და მატონიზირებელი საინექციო საშუალება 

შემადგენლობა (ყოველი 1მლის  შემთხვევაში):
ბუტაფოსფანი – 100მგ,
ვიტამინი B – 0.05მგ,
მეთილის ჰიდროქსიბენზოატი – 1მგ,
ნატრიუმის ციტრატი – .2.94მგ,
ლიმონმჟავას ჰიდრატი – 0.08მგ,
საინექციო წყალი.

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა.

ჩვენება:
დამხმარე სამკურნალო საშუალებამწვავე დაავადებების, მეტაბოლიზმთან დაკავშირებული  პრობლემების, მსუბუქი დამბლის, მადის ნაკლებობის, რძის ნაკლებობის, ძალების აღდგენის საჭიროების, ახალგაზრდა ცხოველებში წონის აღდგენის საჭიროების, ცხენებში ქრონიკული ტკივილისა  და კალციუმის დეფიციტის,  ქრონიკული და მეტაბოლური დაავადებების, კვების პრობლემის, უნაყოფობის, ანემიით გამოწვეული პარაზიტული ინვაზიის  დროს.

  • ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობასა და დაავადების მიმართ რეზისტენტობას  ჯანმრთელ ცხოველებში
  • აუმჯობესებს საკვების გამოყენებას, ხელს უწყობს ზრდის ტემპს, უზრუნველყოფს  კანიბალიზმის პრევენციას
  • ზრდის სტრესის მიმართ რეზისტენტობას და ამცირებს სტრესს.
  • აუმჯობესებს კვერცხის წარმოებისა და ნაჭუჭის ხარისხს, ამცირებს სიკვდილიანობას.

გამოყენების  წესი და დოზირება:
შეიყვანეთ ქვემოთ მითითებული დოზებით ი/, /მ ან კანქვეშა გზით, ხოლო ქათმებში პერორალურად მისაღებად  აღნიშნული პრეპარატი განაზავეთ სასმელი წყლით. ქრონიკული დაავადების ან ჯანმრთელი ცხოველების შემთხვევაში განმეორებით შეიყვანეთ  დოზის 1/2  1-2 კვირის ინტერვალით.

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი – 5  25მლ
  • ხბო, კვიცი – 512მლ
  • ცხვარი – 2.5 5მლ
  • ბატკანი – 1.5 2.5მლ
  • ღორი – 2.5 10მლ
  • ძუძუთი კვებას მოშორებული გოჭები – 12.5მლ
  • ძაღლი – 0.55მლ
  • კატა  0.5  2.5 მლ
  • ქათამი (კვერცხისმდებელი) – 0.5მლ/სულზე  27 დღე
  • ქათამი (ბროილერი) –  0.3მლ/სულზე 5 დღე

გაფრთხილება:
ზოგადი სიფრთხილის ზომები:

  • გამოიყენეთ მხოლოდ განსაზღვრული ცხოველისთვის
  • გამოიყენეთ ეტიკეტზე მითითებული ჩვენებების, დოზირებისა და მიღების წესის მიხედვით
  • გამოიყენეთ ვეტერინარული დანიშნულებით.

ვარგისობის ვადა:
წარმოების თარიღიდან – 2 წელი

შენახვის  პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას (0-150C – ზე, ჰერმეტულად დახურულ  კონტეინერში).